1960 წლის 10 ივლისს, საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში იუგოსლავიის გუნდი დაამარცხა (2:1) და აღნიშნული ჯილდო პირველად და უკანასკნელად მოიგო.
აღსანიშნავია, რომ სსრკ-ის მაშინდელ ნაკრებში სამი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა - სლავა მეტრეველი, გივი ჩოხელი და მიხეილ მესხი, ფინალში კი ორმა მათგანმა გამოიჩინა თავი.
სლავა მეტრეველმა მეორე ტაიმის დასაწყისში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მიხეილ მესხმა 113-ე წუთზე მეკარის ბაქანთან მდგომ ვიქტორ პონედელნიკს თავზე დაასვა ბურთი და ამ უკანასკნელმაც გამარჯების გოლი გაიტანა.
მას შემდეგ სსრკ-ის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში 3-ჯერ ითამაშა და სამივეჯერ დამარცხდა. ქართველებმა კი აღნიშნული 3 ფინალიდან მხოლოდ ერთში მიიღეს მონაწილეობა - 1972 წელს, დასავლეთ გერმანიასთან წაგებულ ფინალში (0:3) მურთაზ ხურცილავამ და რევაზ ძოძუაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, თან ხურცილავა გუნდის კაპიტანი იყო.