„ვფიქრობ, ელიტარულ დივიზიონში დარჩენა შეგვიძლია. წესით, ბოლო ადგილზე არ უნდა ვიყოთ. გამოცდილება გვაკლია, არგასაშვებ გოლებს ვუშვებთ, ამიტომ სეზონის პირველ ნახევარში ბევრი ქულები დავკარგეთ. თავად ვართ დამნაშავენი. უშუალო კონკურენტებთან გვექნება თამაშები და მდგომარეობის გამოსწორება შეგვეძლება. ამისათვის თავს არ დავზოგავთ“, - განაცხადა მიხეილმა, რომელიც ამჟამად გუნდთან ერთად თურქეთში იმყოფება შეკრებაზე.
მესხი დონეცკშია დაბადებული, უკრაინის მოქალაქეა, "სტალი“ კი ხვალ ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში ნიკა