ლევან კობიაშვილი: ღია სტადიონებზე გულშემატკივრები ერთი პირობით დაიშვებიან

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე მაყურებელთა დასწრების შესახებ გააკეთა კომენტარი.

"თვეზე მეტია რაც ფეხბურთში შიდა ჩემპიონატი დაიწყო და სპორტის სხვა სახეობებიც პარალელურად გააქტიურდნენ. თუმცა, ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს.

სწორედ ამიტომ, დღის წესრიგში გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების საკითხი დადგა. ეს ღია სტადიონებს შეეხება. ძალიან სასიხარულოა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში პროტოკოლიით განისაზღვრება გულშემატკივრის შეხვედრებზე დაშვება, თუმცა, ხაზს გავუსვამ, ეს  ქაოტურად არ მოხდება.

სტადიონზე შესვლამდე თამაშზე დამსწრეთა მსურველებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. დაცული იქნება ყველა ის ზომა, რომელიც თითოეული
გულშემატკივრის ჯანმრთელობის დაცვისათვისაა აუცილებელი,"- განაცხადა კობიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ