ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.
ის დარწმუნებულია, რომ მომხდართან მის შვილს არანაირი შეხება არ აქვს.
"მე დარწმუნებული ვარ ჩემს ბიჭს არ უცემია. ლოგიკურად ვისი ნაცემია? ბოლოს ნახეთ სამი მანქანით, ვინც ჩამოვიდა... ანუ საბურთალოელები ჩამოვიდნენ ნახალოვკელების საცემნელად. გაიგეს, რომ ნახალოვკელებმა სცემეს საბურთალოელები. ჩამოვიდნენ შურის საძიებლად. გაიგეს, რომ შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა მათ. მერე საერთოდ გაიქცა და შურისძიების მიზნით სცემეს.
ქურდულ მენტალიტეტში ასე ხდება რა, ნახალოვკელი ბიჭი ვარ და ვიცი. ორი ძმაკაცი რომ ჩხუბობს და ერთი ძმაკაცი ჩხუბიდან გაიქცევა, ის მეორე სცემს იმას, ეტყვის, რატომ გამექეციო.
ვგულისხმობ ქეიფის დროს, აგარაკზე რაც მოხდა. ჩიქოვანს რომ თავი გაუტეხეს, ცხონებული არ ეხმარებოდა ძმაკაცებს, აშველებდა და შეიძლება ამის გულისთვის ცემეს, რომ არ გვეხმარებოდიო" - აღნიშნა თამაზ ხომასურიძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანი სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. ამასთან, გადაისინჯა დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ბრალდების მხარე ექვსივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას. არცერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. ცნობისთვის, გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.

წყარო: ambebi.ge