"საბურთალომ" გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა თავისი ვებგვერდით გაავრცელა:
"საბურთალოს" ხელმძღვანელებმა გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი დღეს ოფიციალურად გახსნეს. ამიერიდან, იოსებიძის ქუჩაზე არსებული სპორტული კომპლექსის ერთი სტადიონი სწორედ "შაქარას" სახელობის იქნება.
პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ და სკოლის დირექტორმა კახა ამირიძემ პატარა ბავშვებს სპეციალურად დამზადებული "შაქარას" 21-ნომრიანი მაისურები სამახსოვროდ გადასცეს".

შეგახსენებთ, "საბურთალოს" ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.