წლის ეგზოტიკური ტრანსფერი - ტყიბულის "მეშახტეში" იაპონელი ფეხბურთელი ითამაშებს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა ტყიბულის "მეშახტემ" საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" ძალიან საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა - იაპონელი ნახევარმცველი ტაიგა ვატაბე იმერელთა რიგებში ითამაშებს.

"28 წლის ნახევარმცველი უკვე ოფიციალურად შეუერთდა გუნდს და 2020 წლის სეზონში დაიცავს "მეშახტეს" ღირსებას.

ტყიბულელთა შემადგენლობის გაძლიერება ჩვენი გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, ლევან შავგულიძის დახმარებით მოხდა, რომელიც 3 წელია საფეხბურთო აგენტია და ქართულ საფეხბურთო კლუბებში უცხოელი ფეხბურთელების მოწვევით არის დაკავებული." - წერია ტყიბულელთა განცხადებაში.

დიდი ალბათობით, ტაიგა ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველი იაპონელი ფეხბურთელია (ინფორმაციის გადამოწმება ძალიან რთულია), თუმცა ასეც რომ არ იყოს, მიმდინარე
წლის ყველაზე ეგზოტიკური ტრანსფერი ნამდვილად არის.

იაპონელი აქამდე დაბალი რანგის აზიურ ჩემპიონატებში თამაშობდა, მიმდინარე სეზონში კი ტყიბულელებს საქართველოს მე-3 ლიგაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში "მეშახტეში" მუდმივად თამაშობდნენ ლეგიონერები. მათი უმრავლესობა აფრიკიდან იყო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
დააა, რაიმე ფსიქიკური პრობლემები ხო არ აქ მაგ ადამიანს?? მერე გვიანი არ იყოს! საქართველოს ერთერთ მივიწყებულ ქალაქში სადაც ადგილობრივებიც კი აღარ ჩერდებიან(არადა ძააან ლამაზი ადგილია, უპატრონოდ მიგდებული) / არაფერი საწინაააღმდეგო მაქ, პირიქით წარმატებებს ვუსურვებ! მარა მესამე ლიგაში 17-18 წლის ქართველი ფეხბურთელი რო ათამაშო და იმას მიცე ეგ 500 ლარი არ ჯობია? ქუჩას და ლოთობას მაინც განარიდებ, რავიცი რავიცი,,,, / თორე ეგ იაპონელი არაფერ შუაშია საერთოდ, რას ვერჩი?!
Vasili
07 აგვისტო 2020 17:37
0
ნეტავ რა გიხარიათ ამდენი უცხოელები, რომ შემოყავთ? აღარ უნდა დამთავრდეს ამ ფერად- ფერადებით გავსება ქართული გუნდების? მიდით ქართველი ფეხბურთელები შეავიწროვეთ და ესეთებით იამაყეთ. ვაი თქვენს პატრონებს. მე პირადად სულაც არ მიხარია ამ უცხოელების ტრანსფერები.
ქართველი პატრიოტი
07 აგვისტო 2020 10:54
5
იაპონელა არაა,ქართველია, კ ა მ ი კ ა ძ ე ...:))
gurulo
07 აგვისტო 2020 09:37
4
მაგარი კაცია :D ეტყობა იაპონიაში თავადი დაბრინდა და ტყიბულს აფარებს თავს
ტყიბულელი სამურაი
07 აგვისტო 2020 04:06
0
ხომ შეიძლება ნორმალური აღმოჩნდეს. რამოდენიმე კარგი თამაში რომ ჩაატაროს უმაღლესის გუნდშიც შესაძლოა მოხვდეს. არაა საჭირო თავიდანვე დაცინვა. შესაძლებელია მხოლოდ მაგის გამო ინტერესისთვის რამოდენიმე ათეულით მეტი გულშემატკივარი მივიდეს სტადიონზე. წარმატებები ყველგან სადაც არ უნდა ითამაშოს.
Shakoo84
06 აგვისტო 2020 19:51
4
ოო ეს ეტყობა ძაან ბანაობს მოსაწევში
06 აგვისტო 2020 18:36
4
ეტყობა კარიერის პიკზეა და ამაზე სწორ არჩევანს ვერ გააკეთებდა. თან როგორი ბედნიერი სახე აქვს :)) ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა დასაფასებელია ამ ბიჭის ასეთი გადაწყვეტილება.
ლაშა
06 აგვისტო 2020 16:49
2
ტიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის მოქალაქეა, და მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტის მქონეა (190 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლა) და ტყიბულში ჩამოვიდა სათამაშოდ... ან ძაან ჯიგარი ენთუზიასტია, ან ძააან დარტყმულია
ირაკლი
06 აგვისტო 2020 15:32
1
ეს ეტყობა ძაან გზააბნეული იაპონელია. ტყიბულში რომ საცხოვრებლად წახვალ იაპონიიდან აღარ ვიცი რა უნდა თქვა. ვინც ბოლო წლებში ტყიბულში ყოფილა დამეთანხმება. სრულიად დანგრეული გაპარტახებული დაცარიელებული ქალაქი. საცოდაობაა ქუჩაში რომ გაივლი. გაღლეტილი ადამიანები ლანდებივით დადიან. გაუსწორდება იაპონელს. ან რა უნდა გადაუხადონ? 500 ლარი ხელფასი?
გენა
06 აგვისტო 2020 14:43
2
სად ერეკლე და სად ტყიბულის მეშახტე ამაზეა ნათქვამი. ეხლა ჰიდოტიში ნაკატა და ჰონდა არ ჩამოვიდოდა, უფრო იმერული კოხტაპრუწობა მგონია,ეხუმრები შენ, იაპონსკი ლეგიონერი ჩამეიყვანეს ტყიბულში :))) (მეც იმერელი ვარ და ასე მგონია :)
irakli81
06 აგვისტო 2020 14:03
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული