"დღეს, თბილისის დროით 14:00 საათზე ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართება და გათამაშების ამ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქე გახდება ცნობილი. მანამდე კი უეფამ წინასწარ გამოაქვეყნა იმ სავარაუდო ოთხი მეტოქის ვინაობა, რომელთაგანაც "დინამო" ერთ-ერთს შეხვდება", - იტყობინება თბილისის "დინამო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით.
"დინამო" (ბრესტი, ბელარუსი), "რიგა" (ლატვია), "ტირანა" (ალბანეთი) და "სილექსი" (მაკედონია).
გამარჯვებული ერთრაუნდიან მატჩში გაირკვევა, მასპინძელი კი კენჭისყრით გამოვლინდება.
თუ მოუწია მარტო ლატვიელებთან იქნება ფავორიტი.