ევროპა ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს, უეფას შტაბბინაში გამართული კენჭისყრის შედეგად ევროპა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბების მეტოქეები გაირკვა.

თბილისის "ლოკომოტივი" (სატრანსფერო ფასი 4,3 მლნ ევრო) საქართველოში უმასპინძლებს რუმინულ "კრაიოვას უნივერსიტეტს" (სატრანსფერო ფასი 24,25 მლნ ევრო).

თბილისის "საბურთალო" (სატრასნფერო ფასი 4,45 მლნ ევრო) გასვლაზე დაუპირისპირდება ლიმასოლის "აპოლონს" (სატრანსფერო ფასი 11,28 მლნ ევრო).

ბათუმის "დინამო" (სატრანსფერო ფასი 5,28 მლნ ევრო)  სტუმრად შეხვდება ებრაულ "აპოელ ბეერ შევას" (სატრასნფერო ფასი 9 მლნ ევრო).

სამივე მატჩი 27 აგვისტოს, მაყურებელთა გარეშე ჩაივლის.

მკითხველის კომენტარები / 22 /
სუსტს ვერც ერთ მეტოქეს ვერ დაარქმევ,(რა თქმა უნდა ჩვენთან მიმართებაში), თუმცა მე მაინც ვფიქრობ რომ ყველაზე მეტი შანსი მაინც ბათუმის დინამოს ექნება,თუ გავითვალისწინებთ იმას რომ გეგუჩაძის გუნდმა აკრიფა სიჩქარე და ძალიან ორგანიზებულ და გამართულ ფეხბურთს თამაშობს.ეს ბეერ შავა კი აღარ არის ის გუნდი რომელიც რამდენიმე წლის წინათ იყო, ასე რომ შეუძლებელი არაფერია და მჯერა რომ ბათუმი გაივლის ამ ეტაპს.
ყველა ქართულ გუნდს ვუსურვებ წარმატებას.
გულშემატკივარი
12:54 11-08-2020
0
ბათუმს და საბურთალოს აქვთ რაღაც მიზერული შანცები. ლოკომოტივს ბრძოლა ვერ უშველის.
გოგა
23:26 10-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული