ჭიაბრიშვილმა ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგი შეაფასა

AutoSharing Option
დღეს, 10 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში გაიმართა ევროპა ლიგის 1-ლი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა და ქართული კლუბების მეტოქეებიც გაირკვა.

თბილისის "ლოკომოტივს" ყველაზე ძლიერი მეტოქე შეხვდა - რუმინული "კრაიოვას უნივერსიტეტი".

თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა "ლოკომოტივის" საიტთან წილისყრის შედეგები შეაფასა:

"დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ არ გვქონია რომელიმე კონკრეტული გუნდის მოლოდინი და ყველა პოტენციურ მეტოქეს ერთნაირად ვუდგებოდით. შეგვხვდა ის, ვინც შეგვხვდა. ჩვენი მეტოქის სიძლიერეზე ისიც მეტყველებს, რომ რუმინეთის ჩემპიონატში ეს გუნდი მეორე ადგილზეა.

მათ რიგებში თამაშობენ რუმინეთის, ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელები. ჰყავთ
საკმაოდ კარგი მეკარე, რომელიც იტალიის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდა.

დღეს გორის "დილასთან" სერიოზული თამაშისთვის ვემზადებით და ახლა მხოლოდ ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. ამის შემდეგ გველის "სამტრედიასთან" დაპირისპირება. ამ თამაშების მერე ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ, ვნახავთ "კრაიოვას" თამაშებს და მაქსიმალური მობილიზებით მოვემზადებით.

ამ მოცემულობაში, სახლში თამაში მე უპირატესობა არ მგონია, რადგან მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდება. თან, ჩვენს საშინაო არენაზე არ ვთამაშობთ და ჩვენთვისაც ისეთივე მატჩი იქნება ნეიტრალურ მოედანზე, როგორც ჩვენი მეტოქისთვის" - განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

წყარო: fcloco.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
საერთოდ ეგ მანძი გუნდებია, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის დონე უნდა აიწიოს ოღონდ არა ზანგებით.მეტი ვარჯიშით და მაღალი ხელფასებით.
ddgfdf
22:15 10-08-2020
0
ოოო...ამის აზრი მაგარი საინტერესოა)
ბათუმის ფანი
16:42 10-08-2020
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული