ევროპა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" მეტოქე ებრაული "აპოელ ბეერ შევა" იქნება. მატჩი 27 აგვისტოს გაიმართება და ზღვისპირელებს თამაში სტუმრად, ცარიელი ტრიბუნების თვალწინ მოუწევთ.
Sportall.ge "დინამოს" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და წილისყრის შეფასება სთხოვა:
"მეტოქე რომ ძლიერია, ამას, რა თქმა უნდა, ბევრი მტკიცება არ სჭირდება. მეტი ინფორმაცია რომ მექნება, უფრო საფუძვლიანად საუბარსაც შევძლებ.
კარგი იყო, სახლში გვეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ, გასვლაზე მოგვიწევს მატჩის ჩატარება. შანსები, ჩემი აზრით, თანაბარია... ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და ვნახოთ, რა გამოვა...
რაც შეეხება იმას, რომ
დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება, აუცილებელი იქნება, რომ მობილიზება იმ ერთ შეხვედრაზე გავაკეთოთ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ის მატჩი საუკეთესოდ ჩავატაროთ", - გვითხრა გეგუჩაძემ.