კახა ჩხეტიანი "ტირანასთან" დაპირისპირებაზე: შანსებზე საუბარი არ მიყვარს...

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ჩემპიონ "ტირანას" შეხვდება.

ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ მატჩი თბილისში გაიმართება, თუმცა ცარიელი ტრიბუნების თვალწინ.

Sportall.ge თბილისელთა მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დაუკავშირდა და წილისყრის შეფასება სთხოვა:

"ჩვენი მეტოქე ალბანეთში საკმაოდ ტიტულოვანი გუნდია. ინფორმაცია უკვე მოვიძიეთ და საკმაოდ კარგი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბი გახლავთ.

ჩემპიონატი საკმაოდ კარგად ჩაატარეს და მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 4 ქულით გაასწრეს. ჰყავთ 7 ლეგიონერი... ჩვენი უპირატესობა
ის არის, რომ სახლში ვთამაშობთ.

შანსებზე საუბარი მე არ მიყვარს... ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავიღებთ, ღმერთიც მოგვეხმარება და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.

ჯერ 12 აგვისტოს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს "თელავთან" და მთლიანად ამ შეხვედრისთვის ვემზადებით. შემდეგ კი ევროპა ლიგაზე ჩვენი მეტოქის პლუსებსა და მინუსებს ფეხბურთელებთან ერთად უფრო კარგად გავივლით", - გვითხრა ჩხეტიანმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხო. ეხლა ბარემ ბიძინას თავდასხმაშიც მოსთხოვეთ თამაში და გოლის გატანა კიდევ. სააკაშვილი დაცვაში დააყენეთ, მარგველაშვილი ფლეიმეუკარად და სოფელიც აშენდება)) რა ბიძინა, რის ბიძინა, ცოტა აზრზე მოდით რა!!!
ტარტაროზი
14 აგვისტო 2020 17:53
0
კარგით რა! ამ კაცს ერთი დიდი ღირსება ის ქონდა რომ ტორპედოს უერთგულა და ისიც დაკარგა! ეს და მისი ტორპედოელები დინამოს მაისურით საერთოდ ვერ გამიგია რა კამანდაა!
ზურა
11 აგვისტო 2020 17:31
8
სამწუხაროა რომ დინამოს ტირანასთნ შედარებისას პესიმიზმით ვართ სავსე! ტირანაც რომ არაფრად გვაქგდებს ეგეც საშინელი განცდაა! მივმართავ ბატონ ბიძინას ! ეს არის ღირსების საკითხი, დაუბრუნეთ ქართულ ფეხბურთს სათანადო სიმაღლე!
ლადო
11 აგვისტო 2020 17:25
2
ვერ არის კარგად საქმე. მაყურებელი რომ იყოს, მოვიგებდით, მაგრამ ეხლა არ ვიცი. მახსოვს ჩხეტიანი ქუთაისში გაწონასწორებულ ფეხბურთს ათამაშებდა, შეტევაც იყო და დაცვაც. ალბათ ასეთი თამაში იქნება. უბრალოდ ჩვენების ფსიქოლოგიური მომზადება არ ვიცი, ქართველები ხშირად აგებენ ფსიქოლოგიურად მოუმზადებლობის გამო. მაგ. არარატ არმენია. ან ტორპედოს განადგურებით წაგება სლოვაკურ გუნდთან. კარგად დაიწყეს, სიაფანდი გოლი გაუშვეს და აიჭრნენ.
ჰაჰა
11 აგვისტო 2020 15:27
1
არ ვიცი ეს დინამო რას მოუხერხებს, მაგრამ ამაზე გაცილებით ძლიერმა დინამომ 3-1 გამარჯვების შემდეგ სულ ძალით წააგო ტირანასთან ევროტურნირებზე. იმედია, იმ მართლაც ამაზრზენი მარცხისათვის რევანშს ავიღებთ
: )))))))
11 აგვისტო 2020 14:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული