ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

AutoSharing Option
ფოტო: fczestafoni.ge

კვირას, 16 აგვისტოს, სტარტს აიღებს საქართველოს მე-4 ლიგა ფეხბურთში, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი - წითელ და თეთრ ჯგუფებად, თეთრი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი კი "ზესტაფონი" იქნება.

იმერლებმა ახალი სეზონის წინ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატეს, მათ შორის, გუნდის საუკეთესო პერიოდის ერთ-ერთი სიმბოლო - ჯაბა დვალი. ჯაბას გარდა, გუნდში რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა მოთამაშე იქნება, რომლებიც ეროვნულ ლიგაში გამოდიოდნენ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ღონღაძემ მე-4 ლიგისთვის შემდეგი 21 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: ალექსანდრე გიორგაძე, ბაჩო მიქავა;

მცველები: დავით ჩხიკვაძე, დავით მოსიძე, ბექა
ხუხუა, შოთა ვარდოსანიძე, ავთანდილ სირაძე, ვანო გულხადარაშვილი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი;

ნახევარმცველები: ნოდარ გაჩეჩილაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ლაშა ნანობაშვილი, გიორგი სამხარაძე, ნიკა ხარაიშვილი, ირაკლი ზარნაძე, კობა გოგობერიშვილი;

თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, ლაშა ოზბეთელაშვილი, ბექა ზაქრაძე, გიორგი ხარშილაძე, ბაჩო ბერაძე.

"მარგველები" პირველ შეხვედრას გასვლაზე ქედაში, ადგილობრივ "ბეთლემთან" 16 აგვისტოს გამართავენ.

მომზადებულია fczestafoni.ge-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 11 /
ზესტაფონი,ის გუნდი იყო,რომლის თამაშის ყურებაც,თვალს სიამოვნებდა.ძალიან მინდა,ეს ყველაფერი დაბრუნდეს.მნიშვნელოვანია ისიც,რომ ცდილობენ საკუთარი კადრებით იარონ წინ.რამდენიმე გამოცდილ ბიჭთან ერთად,ძალიან სწრაფად განვითარდებიან და თუ შემადგენლობა შეინარჩუნეს,მივიღებთ კიდევ ერთ ღირსეულ კლუბს,თავისი სტრატეგიით და სავარჯიშო ბაზით,ნორმალური დაფინანსებით და გულშემატკივარი პატრონით.უსამართლოდ დაჩაგრულის სტატუსი კი,სწრაფი წინსვლის სტიმულს,კიდევ უფრო გაზრდის.ვნახეთ საბურთალო,რომელმაც ერთი ამოსუნთქვით გადალახა რამდენიმე ლიგა და ქვეყნის ჩემპიონიც გახდა.ახლა იგივე გზას ვუსურვებ ზესტაფონსაც.
სოსო
14 აგვისტო 2020 16:18
0
ძალიან დიდი დრო დაჭირდება უმაღლესში ამოსვლას.3-4 წელი მინიმუმ დაჭირდება და ამ გუნდზე ყურადღების გამახვილება ჯერჯერობით არ ღირს
ქომაგი
14 აგვისტო 2020 12:21
8
თავის დროზე მაგრად დამწყდა გული ზესტაფონზე.მაგრამრა მიკვირს იცი დალოცვილო კოკაია 2 ლიგიდან დაწყება შემოგთავზეს რამოდენიმე წლი წინ და ახლა 4ლიგიდან იწყებენ მაშინ რომ არ გაჯიუტებულიყავით ახლა ეროვნულში ერთი კარგი გუნდი გვეყლებოდა
mosexoneli
14 აგვისტო 2020 09:32
0
რატომ იწერება ზესტაფონზე ამდენი რაღაც და არ იწერება მაგალითად არაგვზე ან მაღაროელზე!
გაბო
13 აგვისტო 2020 18:08
23
Imito rom zestafons, am orisagan gansxvavebit, saiti akvs elementarulad
Kale
13 აგვისტო 2020 23:12
1
2-jer chempionta ligaze da europaligis pleiofshi aragvia natamashevi tu dusheti?
Gimzeri
13 აგვისტო 2020 21:08
1
წარმატებები 21-ე საუკუნის საქართველოს საუკეთესო კლუბს, რომელიც უსამართლოდ გაწირეს!
11
13 აგვისტო 2020 18:03
11
Scorad mivxvdarvar, ese igi
Bagrat_Margveli
14 აგვისტო 2020 09:21
0
ლევან კობიაშვილი რა შუაშია საერთოდ? ვანო მერაბიშვილის გორის დილაში ყოფნის დროს წაართვეს ზესტაფონს თასებიც და სახელიც. ამის შემდეგ კოკაიამ მოხსნა გუნდი და კობიაშვილს არანაირი უფლება არ ჰქონდა იურიდიულად გუნდი რომელიც არაფერში არ იღებდა მონაწილეობას პირდაპირ პრო1-ში ან პრო2-ში ჩაესვა, თორემ დარწმუნებული ვარ კობიაშვილს შენზე ძალიან უნდოდა ზესტაფონის და კოკაიას მსგავსი ბიზნესმენის ფეხბურთში ყოფნა. კობი კანონის კაცია ისე როფორც გერმანიაშია და დაემორჩილეთ კანონს,იმიტომ რომ კარგი კაცია და ფეხბურთის არანორმალურად მოყვარული არ ნიშნავს რომ კანონი არ უნდა დაიცვას
Bagrat Margvel-ს
14 აგვისტო 2020 01:37
7
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული