ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს

AutoSharing Option
ფოტო: fczestafoni.ge

კვირას, 16 აგვისტოს, სტარტს აიღებს საქართველოს მე-4 ლიგა ფეხბურთში, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი - წითელ და თეთრ ჯგუფებად, თეთრი ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი კი "ზესტაფონი" იქნება.

იმერლებმა ახალი სეზონის წინ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი დაიმატეს, მათ შორის, გუნდის საუკეთესო პერიოდის ერთ-ერთი სიმბოლო - ჯაბა დვალი. ჯაბას გარდა, გუნდში რამდენიმე ისეთი ახალგაზრდა მოთამაშე იქნება, რომლებიც ეროვნულ ლიგაში გამოდიოდნენ.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მალხაზ ღონღაძემ მე-4 ლიგისთვის შემდეგი 21 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: ალექსანდრე გიორგაძე, ბაჩო მიქავა;

მცველები: დავით ჩხიკვაძე, დავით მოსიძე, ბექა
ხუხუა, შოთა ვარდოსანიძე, ავთანდილ სირაძე, ვანო გულხადარაშვილი, ნიკოლოზ ჯანიაშვილი;

ნახევარმცველები: ნოდარ გაჩეჩილაძე, გიორგი ჭანკოტაძე, ლაშა ნანობაშვილი, გიორგი სამხარაძე, ნიკა ხარაიშვილი, ირაკლი ზარნაძე, კობა გოგობერიშვილი;

თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, ლაშა ოზბეთელაშვილი, ბექა ზაქრაძე, გიორგი ხარშილაძე, ბაჩო ბერაძე.

"მარგველები" პირველ შეხვედრას გასვლაზე ქედაში, ადგილობრივ "ბეთლემთან" 16 აგვისტოს გამართავენ.

მომზადებულია fczestafoni.ge-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 11 /
წარმატებები 21-ე საუკუნის საქართველოს საუკეთესო კლუბს, რომელიც უსამართლოდ გაწირეს!
11
რატომ იწერება ზესტაფონზე ამდენი რაღაც და არ იწერება მაგალითად არაგვზე ან მაღაროელზე!
გაბო
18:08 13-08-2020
24

სიახლეები პოპულარული