კახა ჩხეტიანი: მიზანი ჯგუფური ეტაპია - კლუბის პრეზიდენტი დიდ პრემიებს დაგვპირდა

AutoSharing Option
"ტირანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის წინ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"გუნდში საბრძოლო განწყობაა. შანსებზე წინასწარ საუბარი არ მსურს. კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. უფლის, ჩემი ფეხბურთელებისა და ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე არ იქნებიან, დარწმუნებული ვარ, მათ ხმას გავიგონებთ.

რაც შესაძლებელი იყო, მეტოქეზე ინფორმაცია მოვიძიეთ. კარგი შემტევი ხაზი ჰყავთ, გუნდის ლიდერები ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელი არიან. მოთამაშეებთან ერთად მათი თამაში განვიხილეთ და იმედი გვაქვს, ხვალ ჩვენი ბიჭებიხალხის გასახარებლად
ყველაფერს გააკეთებენ.

ცოტა ხნის წინ ითამაშეს თასის ფინალში და ვერ ვიტყვით, რომ ცუდი კონდიციები აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი უპირატესობა ნამდვილად არ გაგვაჩნია.

ბოლო თამაში ეროვნულ ლიგაში მთლად ხარისხიანად ვერ ჩავატარეთ, რაშიც, რაღაც მხრივ, ცუდმა მინდორმაც შეგვიშალა ხელი. ხვალინდელ მატჩში კი სულ სხვა მოტივაცია გაგვაჩნია.

"კუკსის" დამარცხება თავის დროზე იოლი არ ყოფილა, გახსოვთ, როგორი მიმდინარეობაც იყო იმ მატჩში. ეს კლუბები რომ შევადაროთ, მიმაჩნია, რომ "ტირანა" უკეთესი გუნდია.

კლუბის პრეზიდენტმა მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დაგვისახა, დიდ პრემიებსაც შეგვპირდა. თუმცა თანხა მთავარი არაა, გუნდში პატრიოტები მყავს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სახელით თამაშობენ.

გაძლიერებას რაც შეეხება, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. ეს ლეგიონერი იქნება და იმედია, გუნდს გააძლიერებს.

გუნდში დიდი კონკურენციაა, თან ყველას გვსურს, რომ ლეგიონერმა თავიდანვე კარგად ითამაშოს. თუმცა პერნამბუკოს დრო დასჭირდება, ოჯახიდან შორსაა, 21 წლის ბიჭია, თუმცა ველოდებით, რომ იმ იმედებს, რაც პირველი თამაშით ჩაგვისახა, გაამართლებს.

ნიკა ნინუას წარმატებებს ვუსურვებ. მას საკმარისი ნიჭი აქვს და თუ მოინდომებს, შეუძლია პაოკი-ს ლიდერი გახდეს და საბერძნეთის ლიგაში წამყვან ფეხბურთელად იქცეს. "ბეშიქთაშში" ტრანსფერის ჩაშლის გამო რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა, იმედია, ყველაფერს დაძლევს.

ქართულ კლუბებს, პირველ რიგში, ჯგუფში მოხვედრას ვუსურვებ. ყველას ძლიერი მეტოქე შეხვდა, თუმცა ღმერთმა ინებოს, რომ სამივემ პირველივე ეტაპიც გადალახოს და ჯგუფურ ეტაპამდეც მიაღწიოს."

თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შეხვედრა "დინამო არენაზე" 19 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსიალაციას კი პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ჯგუფური ეტაპიო :D
დაT
18 აგვისტო 2020 22:29
1
გასაკვირია პირდაპირ! რა პრემიასაც არ უნდა დაჰპირდეს ფიფია ფეხბურთელებს, ძალუძს კი ამ შემადგენლობით დინამოს თუნდაც ცრვენა ზვეზდას დამარცხება? ყოველ წელს ჯგუფური ეტაპია მიზანი და დუნაისკა სტრედას დონის გუნდებთან ვვარდებით. ამბიციები არ გვაკლია ნამდვილად , მაგრამ ამ გუნდით მერწმუნეთ ტირანასთანაც არ გველის იოლი გასეირნება
????
18 აგვისტო 2020 22:07
2
რეალს მოუგეთო და ოქროს ზოდებს დაგირიგებთო რომ გითხრათ ფიფიამ შეძლებთ? ფეხბურთში რომ არ წყვეტთ ვარსკლავებს კი ვხედავთ მაგრამ აზროვნებაც მასე გაქვთ გადაგვარებული? ჯობია იქვე დინამოს ირგვლივ გახსნათ სავაჭრო სივრცე და ისე გაყიდოთ ფეხბურთელები.
ეს ქომაგების შეურაცხობაა რასაც გვეუბნებით!
ქომაგი
18 აგვისტო 2020 22:07
8
თუ ლიონმა მოახერხა და მანჩესტერ სიტის და იუვენტუსის მოუგო და გამოთიშა ლიგას დინამომ რატომ ვერ უნდა მოუგოს ტირანას და ცვერნაზვეზდას?? ბურთი მრგვალია და მონდომებით და ბრძოლით ყველაფერი შესაძლებელია.
გელა
18 აგვისტო 2020 21:38
11
ბურთი მრგვალი კია, მაგრამ მაგ ბურთს სათანადოდ გამოყენება უნდა და კარში გატანა, თორემ იმის გულშემატკივრობა რა ვთქვი, დინამოს გამარჯვება რომ არ მოენატრა
????
18 აგვისტო 2020 22:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული