ალბანელები დანაკლისზე წუწუნებენ და რთულ მატჩს ელიან

AutoSharing Option
დღეს, 19 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე ალბანეთის ჩემპიონ "ტირანას" მიიღებს. არენაზე, რომელმაც 2015 წლის სუპერთასის მატჩს უმასპინძლა, გულშემატკივრები არ იქნებიან და გუნდებს მხოლოდ კლუბების წარმომადგენლები და ჟურნალისტები თუ უქომაგებენ.

ალბანური სპორტული საიტი Supersport-ი თამაშის წინ სტატიას აქვეყნებს და ქართულ-ალბანურ მომავალ დაპირისპირებაზე წერს. ავტორი აღნიშნავს, რომ "ტირანას" მიზანი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრაა.

როგორც ავტორი წერს, გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება ინგლისელ ფორვარდ მაიკლ ნგო'ს არყოფნა. გუნდს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ ეყოლება -
მარჯვენა მცველი ალბი დოკა. ცენტრალურ თავდამსხმელს თინეიჯერი ერნესტ მუჩი შეცვლის, ხოლო მცველს - ჩრდილომაკედონიელი ახალწვეული ნაიდოვსკი.

ალბანელები იმაზეც წუწუნებენ, რომ ერთმატჩიანი დაპირისპირება იქნება და ძველი "ქამბექის" შანსი არ ექნებათ. ასევე, მრავალსაათიანი მგზავრობა, მოედანთან შეუჩვევლობა და საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატი დამატებით სირთულეებს ქმნის "ტირანასათვის".

გუნდის კაპიტანი გენტიან მუჩა კი უფრო ოპტიმისტურ განწობაზე იყო. განაცხადა, რომ მოგების შანსები აქვთ და უნდა გამოიყენონ. ასევე, "ტირანას" წინამძღოლი "დინამოს" საქმის გართულებას დაჰპირდა.

რეალურად კი, "ტირანას" მართლაც აქვს "დინამოს" დამარცხების შესაძლებლობა. რაც უნდა სამწუხარო იყოს, ჩვენი ჩემპიონი დაუმარცხებელი გუნდი ნამდვილად არ არის, მაგრამ ხშირად შანსები გამოუყენებელი რჩება. იმედია, "ტირანას" შემთხვევაშიც ასე მოხდება და კახა ჩხეტიანი "დინამო არენაზე" "ტირანაზე" გაცილებით ძლიერ "ცრვენა ზვეზდასთან" საომრად გაიყვანს გუნდს.


მკითხველის კომენტარები / 8 /
როცა ასე წუწუნებენ და ამბობენ რომ ბევრი დანაკლისი და პრობლემა აქვთ მაშინ არიან სახიფათოები.რთული თამაში იქნება,თუ გავლენ ცრვენა ზვეზდასთან უფრო გაუადვილდებათ თამაში.
Master
14:16 19-08-2020
0
ალბანელებს დღეს წაგება ურჩევნიათ სერბებთან შერცხვენას
Roi+
16:20 19-08-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული