ვიეტნამურმა გამოცემამ თბილისის "დინამოს" გამარჯვება იწინასწარმეტყველა და ანგარიშიც დაასახელა

AutoSharing Option
რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ვიეტნამურმა სპორტულმა ვებგვერდმა bongdanet.vn-მ სტატია მიუძღვნა ჩემპიონთა ლიგის 1-ლი ეტაპის დაპირისპირებას თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შორის და შეხვედრის გამარჯვებულად ქართული კლუბი იწინასწარმეტყველა.

თუ აღნიშნულ ვებგვერდზე შეხვალთ, ძალიან ბევრ სტატიას იხილავთ, სადაც ბუკმეკერული პროგნოზებია მოცემული და "დინამოს" შესახებ დაწერილი სტატიაც მსგავსი ფორმატის ტექსტია.

ავტორს ორივე კლუბის ბოლოდროინდელი თამაშების მოკლე სტატისტიკა აქვს მოყვანილი და მკითხველს გუნდების ზოგად მიმოხილვას სთავაზობს.

სტატიის ბოლოს კი პროგნოზი არის მოცემული. ვიეტნამელების აზრით, დღეს გასამართ დაპირისპირებას თბილისური კლუბი ანგარიშით 1:0 მოიგებს.

არ აქვს მნიშვნელობა,
ეს პროგნოზი აზიურ სიბრძნესა თუ მაგიაზე დაყრდნობით გააკეთეს, ალბათ, ყველას გაგვიხარდება თუ ვიეტნამური ვარაუდი გამართლდება და "დინამო" შემდეგ ეტაპზე გავა. მთავარია, თბილისურ დაპირისპირებაში ყველაფერი ვიეტნამისაგან განსხვავებით, წესების მიხედვით წარიმართოს.


მკითხველის კომენტარები / 22 /
იმედია ამ ეტაპს გადავლახავთ მაგრამ მე დიდ იმედებს არ ვამყარებ დღევანდელ დინამოზე, ამაზე უკეთესი გუნდიც გვყოლია... საქართველოში ფეხბურთი რომ განვითარდეს აუცილებელია რომ ქვეყანას ქონდეს ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი. ამისთვის საჭირო მინიმუმ 4 გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში, რომელიც იქნება გამართული ფინანსურად, შტაფით და მენეჯმენტით. ამის გარეშე წრეზე ვიტრიალებთ, რაღაც ერთი თამში გამოგვინათდება და მერე წავა ლანძღვა გინება ისევ გუნდის და ფეხბურთელების... სახელმწიფო ამას ვერ იზამს, ბიზნესი უნდა შემოვიდეს ფეხბურთში...
დათო
19 აგვისტო 2020 18:14
0
მაგ ვიეტნამურ სპორტულ გამოცემას არ დაუჯეროთ, მე დამიჯერეთ დინამო მოიგებს 2:1ს
მკითხავი ლოლა
19 აგვისტო 2020 18:02
0
იგივე გამოცემამ, არჩევნებში ნაცების გამარჯვება იწინასწარმეტყველა ))) სერიოზულ პროგნოზებს სვამენ!!
რომანა
19 აგვისტო 2020 17:58
7
ვიეტნამელები თქვენკენ არიან და ისეც კაი სტიმული გაქვთ ფიფიასგან და აბა თქვენ იცით
შოკირებული გულშემატკივარი
19 აგვისტო 2020 17:54
0
დღეს დიდი დღეა... თუ ვინმეს არ მოსწონს მისი საქმეა...წინ დინამო...
მართა ლი
19 აგვისტო 2020 16:44
1
ჰო. ყალმუხური ვებ-გვერდები აქტირობენ კიდევ და ჩუქჩებს დაუდიათ სულ დინამოს მოგებაზე)))))))))))))))))))))))))
ტაში პარიიი
19 აგვისტო 2020 16:37
14
Xo vietnamelebis da huqhebis imedat iyavitĺ tqven.ddd
Ttt
19 აგვისტო 2020 16:17
1
მართლა საწყენია...
კობა
19 აგვისტო 2020 16:08
0
ოდესღაც ვინ იფიქრებდა, დინამო იმ დონეზე დაეშვებოდა რომ ტირანასთან მატჩი ვიეტნამელების პროგრნოზით გავიხმნევებდით თავს :))

წარმატებები ჩვენ დღევანდელ მატჩში
რა დრო დადგა
19 აგვისტო 2020 16:02
1

სიახლეები პოპულარული