თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
მე და შუალაია ერთად ვიყავით დისტრიბუციაში. არ იყო ცუდი პიროვნება. არ ფეხბურთში რა დაემართა არ ვიცი
რომანი
19 აგვისტო 2020 23:08
0
ის ბრაზილიელი რომ იყო - ნაბიკმაკო თუ ვიღაც - აი ეგ უნდა ამუშაო რომპეტროლის კალონკაზე ჩამსხმელად.
ეგ კიდევ რაღავას ჯახირობდა
19 აგვისტო 2020 23:59
0
აუ მოვკვდი სიცილით ამ კომენტარზე )))))))) მაგარი იყო )))
ირაკლი
19 აგვისტო 2020 23:47
1
ეს იყო სამარცხვინო თამაში!
გიგა
19 აგვისტო 2020 23:01
0
სირცხვილია.................
ბექა
19 აგვისტო 2020 23:00
0
პერალეს რო გაუშვებ და როინას ჩააყენებ კარში, გუნდის ლიდერს რო მნიშვნელოვანი თამაშების წინ გაყიდი, მეტის ღირსი უბრალოდ არ ხარ.
რატი
20 აგვისტო 2020 03:10
1
საინტერესოა ნუთუ არ შეიძლება სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა და ჩვენ გამოვისყიდოთ დინამო ფიფიასგან. გულშემატკივარი მთელ საქართველოში შეიძენს დინამოს აქციებს. რამდენი აქციის გამოშვებაა საჭირო და რა ფასი უნდა დაედოს პროფესიონალმა ფინანსისტებმა იმსჯელონ. პრეზიდენთიც ერთერთი მსხვილი აქციონერი ავირჩიოთ და თუ არ გაამართლებს მისი შეცვლაც შეგვეძლება. აბა ფიფიას იმედად ჩემი მტერი იყოს, დინამოს მესაფლავეა.
emigranti
20 აგვისტო 2020 01:27
0
მთელი საქართველო ნურას უკაცრავად მაგარი მკიდია დინამო თბილისი მე საერთოდ სხვა გუნდს ვქომაგობ
aleko
20 აგვისტო 2020 04:24
9
ხალხო რატომ გაქვთ იმედი რომ ამ ჩემპიონატის დონით ვინმეს აჯობებთ???
გეგი
19 აგვისტო 2020 23:24
5
ალბანეთის ჩემპიონატი მაღალი დონეა? ხომ არ ვითხოვთ, რომ ესპანეთის გუნდს მოუგონ?
Zaali
19 აგვისტო 2020 23:39
0
ფეხბურთი როგორც სპორტი აღარ არსებობს რამდენი ხანია ადრე ასე სოფლის გუნდები დამაშობდნენ საქართველოში
ალეკსანდრე
20 აგვისტო 2020 01:25
1
დინამოს ყურება შეგვაზიზღეს, ვიცოდი რო გაფარჩაკდებოდნენ 1 ფეხბურთელს ვერ დამისახელებთ ვინც დინამოს მაისურის ტარების ღირსია, ჩვეულებრივი პრახადნოი დვერია, კარგი აკადემია იდაოდ მაგრამ მთავარი გუნდი საიდან შეკრიბეს ამდენი უქნარა დავიჯერო ტალანტი ამოიწურა საქართველოში, ხო კიდე დინამოდან ევროპაში წასულებსაც არ დაუკრეფიათ ვარსკვლავები, სასწრაფოდ ჩასარეცხია ძალიან ყარს უკვე მცხვენია იმდენი ხანი რასაც ვუყურე....
კობა აბულაძე
19 აგვისტო 2020 23:53
1
ამ საწყლებმა ალბათ არ იციან რა არის ფეხბურთი.
თემო
19 აგვისტო 2020 23:21
0
წინა წელს ესპანელები წელს ქუთაისელები.ფიფია ნუ დაგტანჯე. ესეთი საზიზღარი დინამო არ ყოფილა არასდროს,დინამოს ფორმა ვინებს ჩააცვიტ სირცხვილია რა
Racha
19 აგვისტო 2020 23:20
1

სიახლეები პოპულარული