თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
ფუი უთავმოყვარეო ჩემპიონიკოები
ბაჩი
19 აგვისტო 2020 23:47
1
როგორ დაიმუქრა ფიფია წინა წელს ფეინორდთან მარცხის შემდგომ რაო ?? ჩვენ დავბრუნდებითო? ფიფია საოცარი პრეზიდენტი ხარ საოცარი - გუნდის პრეზიდენტი კი არა ერთი კნუტი უფროსი არ უნდა იყო მარა.. ასეა ზოგადად ჩვენი ქვეყნის საქმე და რას იზავ
იბერია
19 აგვისტო 2020 23:46
2
სანამ ეს ევროპის თამაშები დაიწყებოდა იქამდეც ეტყობოდა გუნდს რომ თამაშის ხარისხი იყო ძალიან დაბალი და შემტევი პოტენციალი არ ქონდა გუნდს და იმ ის მაგივრად რომ გაძლიერებულიყო აი ეს საშინელება ვიხილეთ ამაზე დაბლა დაცემაა უკვე წარმოუდგენელია
გიო
19 აგვისტო 2020 23:40
0
ვავა,ვავა!
რაც გააკეთა შარშან საბურთალომ იგივე ქნა დინამომ, ვაჭარი მეპატრონეების ხელში სხვა შედეგი გამორიცხულია.
მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს სპორტულ პრესაში შეკვეთილი სტატიები დააბეჭდინეს, თითქოს უეჭველი იგებდა დინამო,ის კი არა ანგარიშიც თქვეს, მერე გაყიდეს თამაში, ისე აგიხდათ ყველაფერი როგორც ფიფიას (ჯაყოს) აუხდინეს ბიჭებმა. ბრავო ბიჭებო, თქვენ რომ პატრონი გყავდეთ სახლში არ ხართ შესაშვები არცერთი.
ირაკლი
19 აგვისტო 2020 23:38
3
ფიფიას მაგრად არ კიდია ეს შერცხეანაა? მაგისათვის დინამო მხოლოდ ბაზარია, გაზარდე და გაყიდე.. აი კვასხვაძეს კი თუ ვვინმე მეკარედ თვლით, ან კიდევ წამოგცდებათ რომ ,,ნაკრებს იმსახურებს'' საერთოოდ არ გცოდნიათ ფეხბურთი...
ეეხ
19 აგვისტო 2020 23:38
3
სამარცხვინოები
გოგა
19 აგვისტო 2020 23:37
0
არაფერი საკვირველი. ერთმა საშინელმა გუნდმა მოუგო მეორე საშინელ გუნდს. ეგ არის და ეგ. ვინც 10-15 წუთზე მე უყურეთ კარგი გაძლება გქონიათ :)
გუჯი
19 აგვისტო 2020 23:37
0
ისე კომენტატორები რომ აღარ წაიყვანოთ თამაში არა მეცოდებით თქვენც
Shoti
19 აგვისტო 2020 23:34
0
ფიფია ფუფუაა.
ლევანი
19 აგვისტო 2020 23:33
1
რას გაძლევთ ფიფია ესეთს რომ უძვრებით ყველა ჟურნალისტი? მეტი არაფერია სათქმელი?
რიჩარდი
19 აგვისტო 2020 23:30
1

სიახლეები პოპულარული