კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
შეიძლება მოიგო, შეიძლება წააგო, მაგრამ ღირსება და თავმოყვარეობა არ უნდა დაკარგო, რაც სამწუხაროდ ამათ კი არ დაკარგეს, არამედ ზოგადად არც გააჩნიათ როგორც ანს!
სოხუმელი ვეტერანი
20 აგვისტო 2020 17:29
0
წაგებაზე რომ დაიდოს ფსონები, იქნება მასე მაინც მოიგონ? ეს ხუმრობით, სერიოზულად კიდევ მე ქართულ ფეხბურთს წლებია, ვეღარ ვუყურებ. თითო თამაშზე ასე თითო წელს ვტოვებდი. შევიცოდე თავი. ეს გულმოკლული კომენტარები წავიკითხე და ჩემი თავი გამახსენდა, მაგრამ მართლა ყოჩაღ თქვენ, რომ კიდევ გულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს. მე რომ ვიყო ფეხბურთელი, ასეთების წაკითხვის შემდეგ პიტბულივით გავიდოდი სტადიონზე :((
nanka2002
20 აგვისტო 2020 11:16
1
და რო დაანებოთ თავი საერთოდ ამ სპორტს?...
ბადმინტონი, რამე,...
zaza tbilisi
20 აგვისტო 2020 10:41
2
ბოდიში უშველის საქმეს? რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა გუშინდელი თამაშის მერე რომ შეგნებულად წააგეს.
ჯუზი
20 აგვისტო 2020 09:31
1
აი თქვენი რეალური სახე და განა მარტო ფეხბურთი?
123
20 აგვისტო 2020 09:14
3
საუბედუროდ ამ უთავმოყვარო ხალხმა,ბოდიშიც გააუფასურეს საქართველოში. მოიხადე ბოდიში,ზნაჩიტ გადადი საქმეზე და წადი სახლშიიი.
margali
20 აგვისტო 2020 09:04
2
სირცხვილი, მერამდენეთ?
Skorpion07
20 აგვისტო 2020 00:04
0
ეს მაინც არ დაბლოკოთ გახსოვთ ასეთი გუნდი ზესტაფონი ეს გუნდი სალათი დაშალეს არვიცი ვის აწყობდა მაგის გაკეთება მაგრამ ფაქტია გააკეთეს ზესტაფონი გუნდი იყო რომელიც მომავალს გვაძლევდა ევრო ტურნირებზე იმდროისთვის გამართულ ფეხბურთს თამაშობდა ეხლა სამაგიეროთ სვარკას უნდა უყურო რომ ამათ თამაშს ადევნო თვალი
Gio
20 აგვისტო 2020 12:20
0
ბოდიში სიტყვით და საქმით ვითომ არაფერი მომხდარა?
სსს
20 აგვისტო 2020 08:35
1
ეჰ არ იცი მწვრტნელობა და წადი სხვა საქმე აკეტე
chkheto
20 აგვისტო 2020 01:02
3

სიახლეები პოპულარული