კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
მერე შენი ბრალი რომ არის ამისთანა უჯიგრო კაცების თავმოყრა კლუბში, ადექი და შენვე მოითხოვე მათი გაგდება, ეგაა და ეგ.
ეს ფეხბურთი კი არა კარდიბალეტი იყო. რა უნდა ასეთ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურზე?
როდის დამთავრდება საქართველოში ეს სუბსიდირებული საფეხბურთო ჩემპიონატი. ან სამოუყვარულო გახადეთ ან წმინდად კომერციული პროფესიონალური.
ახლა რაც არის, ესაა უმსგავსობა და აქ ხარისხი არასოდეს იქნება.
როგორც კი ვინმე ოდნავ რაიმედ ღირებული გამოჩნდება მაშინვე ყიდიან, მონათმფლობელობის ერაში ვართ.
ევროპალიგის შესარჩევზეც ასე იზამს ახლა ყველა კლუბი და უცბად მოისვენებს ევროპა ქართული კარდიბალეტისაგან..
jango
19 აგვისტო 2020 23:51
1
ზოგადად, საქმიანობა და წარმატება შედეგეთ ფასდება!!! საფეხბურთო კლუბის წარმატება წარუმატებლობა სპორტული შედეგით !!! დინამოს შედეგები ჩამოთვალოს რა ბატონმა რომან ფიფიამ !!! კახა ჩხეტიანს იქნებ ვინმემ დაუსვას 3 კითხვა: 1.თუ იცის საერთოდ გულშემატკივრისთვის დინამო რას ნიშნავს? 2.დინამო რასაც გუშინ მოედანზე აკეთებდა მაგას თამაში არ ჰქვია და იქნებ სახელი გვითხრას რა ჰქვია. 3. მისი ბოდიშის არსი რაში მდგომარეობა და რა ქმედებაში გამოიხატება, ბოდიში მაგრამ მომწონს ჩემი სამსახური და გუშინდელი მარაზმის მიუხედავად უნდა გავაგრძელო მუშაობაო, უკაცრავად ღადაობაო?!
?!
20 აგვისტო 2020 16:32
0
"დარსალია" სადაა ? იგივე "კახა" ? ))
აი რასისტულს რო აწვება და ხშირად ჩემი სახელითაც რომ ტროლაობს ხოლმე ? ))
ამას წინათ დაწერა, რაც ფული მაქვს დინამოზე შევალო. ტირანა თავისი ზანგი ტრენერით რისი მომგებიაო ))))))
რა ქენი დარსალ, აიღე მოგებული მაყუთი ? ეგ ჩხეტიანიც ზუსტად შენნაირი ვითომ მორწმუნე, ვითომ ეროვნული, ვითომ მოვაჟკაცო კვერცხია. ყველაფერში "მაგარი და ჯიგარია" თავისი პირდაპირი მოვალეობის გარდა )) ზანგი მწვრთნელი კი არა, პენსიაზე გასული ცირკის გორილა რომ დაუნიშნო ალბანელებს, ისინიც კი გაიფენენ თქვენნაირი დეგრადირებული აზროვნების პატრონებს )))
korben dallas
20 აგვისტო 2020 14:38
2
ერთი ფეხბურთელიც არაა დინამოში თამაშის ღირსი!!! არაუშავს მომავალწელსაც იგივე :)
beqa
20 აგვისტო 2020 12:39
1
მენტალური მოუმზადებლობით გამოწვეული შენელებული აზროვნება და შესაბამისი თამაშის დაბალი ტემპი და ბურთის დიდხანს დაყოვნება
მენტალური მომზადების ცენტრი
20 აგვისტო 2020 12:04
0
რა უნდა თქვას ასეთი თამაშის შემდეგ ისეთი, რომ მოსამენად ღირდეს? ამიტომ ასეთი თამაშის შემდეგ ჟურნალისტები საერთოდ არ უნდა ცხადდებოდნენ პრესკონფერენციაზე და ცარიელ დარბაზში რომ შემოვა, ჩხეტიანი იქნება თუ სხვა, მაშინ დაინახავს და მიხვდება კარგად...
ანესთეზეოლოგი
20 აგვისტო 2020 17:11
0
პირადული ამ კაცთან რა პრეტენზია შეიძლე ჰქონდეს ადამიანს? არაფერი! მაგრამ როცა დანიშნეს დინამოს მწვრთნელად მაშინ ვთქვი დინამოს კალიბრის მწვრთნელი არ არი მეთქი.ამის გაგონებაზე რამის ზოგიერთი ტუფლებიდან ამოხტა,რას ამბობ ტორპედო ბარსას დაამსგავსა,თვითონ გვარდიოლაოო... გვარდიოლაა არა “მზე“!გაგებაში არ არი მწვრთნელობის საერთოდ!!! კაცს ფეხბურთის რამე თუ გაეგება დინამოში კაპანაძეს რა უნდა???ყაზახეთში რაც თქვა პრესკომფერენციაზე, იმის მერე პატივისცემას იმსახურებდა,ხოლო დინამო რო ნახირს დამსგავსა და გუშინდელი პრესკომფერენციის მერე უბრალოდ ნოლია!!!თავმოყვარე კაცი უკვე გადადგებოდა!!!ისე კი დინამოში მოსვლით დინამო ხო დაამსგავსა ნახირს და თავის თავიც დაღუპა.დინამომდე კიდე ეგონა ვიღაცას რო მწვრთნელი იყო,ეხლა ამას მესამე ლიგაშიც არავინ დაუძახებს.წადი ჩხეტიანო და გაიყოლე შენი კვასხაძე,კაპანაძე და ა.შ.დინამო ხო შეგვაზიზღე,წადი სანამ ფეხბურთი შეაზიზღე ხალხს!
Jordan beli
20 აგვისტო 2020 13:38
2
ჩხეტიანს დააბრალეთ ყველაფერი ხო და მიტო აგიშენდებათ დინამო...ფიფია არ ახსენოთ არსად, არ გაგეთვალოთ :))))))))))))
oxxxx
20 აგვისტო 2020 15:40
1
ვინც ასეთებთან არ გვარცხვენდა და სუფთა იყო, ის მოიშორეს. ვინმეს გგონიათ რომ გუშინ დინამომ ითამაშა? კარგად იყომარეს
11
20 აგვისტო 2020 10:27
1
იყომარეს ბიჭებმა, მერე ხოშიანად ხინკალ-ქაბაბ-ზურნა-დუდუკ შიგ რესტორანში. არც მწვადი დაწვასო და არც მზარეულის სინდისიო.
სერგო
20 აგვისტო 2020 10:11
1
ის რაც ხდება ქართულ ფეხბურთში უკვე ყველა ზღვარს გასცდა. ამდენი წელი გულშემატკივრებს თავსლაფისსხმა საზოგადოებამ არ უნდა მოითმინოს. მოვითხოვოთ ფედერაციის დაშლა და ახალი გამჭვირვალე, აპოლიტიკური არჩევნები მოვთხოვოთ და მოვიყვანოთ პროფესიონალები. ერთი ადგილის თამაში არ მობეზრდათ ამ სელაბრითი კაცუნებს?
Gio
20 აგვისტო 2020 10:07
2

სიახლეები პოპულარული