კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
იდეაში გუნდს აქვს ყველანაირი პირობები იმისთვის რომ ანგარიშგასაწევი ძალა იყოს და კარგი გუნდი ჩამოყალიბდეს ისტორია,აკადემია,ბაზა, სტადიონი მდიდარი მეპატრონე მაგრამ აგერ ამდენი წელია ეს ვერ ხერხდება ჩემი აზრით მიზეზია მართველობაში არ არსებობს გეგმა არ არსებობს ძირითადი ბირთვი შემადგენლობაში და ყოველ სეზონს გუნდი კარგი თუ ცუდი შედეგის მიუხედავად უწყებს ახალი მწვრთნელით და ახალი შემადგენლობით ასეთი პოლიტიკით გუნდები არ შენდება
გიო
20 აგვისტო 2020 02:52
0
გულითადი მოკითხვა მამაქალაქიდან ფლაგმანს. ტორპედოს ცოდვებმა გიწიათ რა გუნდი დაშალეთ არასწორებო და როგორ გიხაროდათ . მაგ ალბანელები 5:2 რო გააპო ტორპედომ და პლეიოფს უწია ეს ვერ აიტანეთ დედაქალაქში და სწორედ ბედის ირონიით ალბანურმა გუნდმა დაგაჭედათ ბოლო ლურსმანი საიქიოში გასამგზავრებელ სასახლეზე. ტორპედოს 2018 წლის შედეგს კიდევ დიდხანს ვერ მიაღწევს სხვა ქართული გუნდი. და თუ ვინმე მაგ ეტაპამდე ისევ მივა ეს მხოლოდ ტორპედო იქნება. ასე სამარცხვინოდ გიბრალტარის გუნდები არ აგებენ თქვე საცოდავებო .
Adonis
20 აგვისტო 2020 01:40
27
მოკიდეთ ხელი და წაიყვანეთ თქვენი სასახელო ტორპედოელები ჩხეტიანის და კვასხვაძის თამადობით ყველა, ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ!!! არც არავის გახარებია თბილისში რომ იცოდეთ ამ ჭ კლასის ხალხის დინამოში მოსვლა!!!
Pres
20 აგვისტო 2020 09:01
1
ეს ფიფია და ჩხეტიანი გასაგებია, მაგრამ ტორპედოს დაშლას თბილისელებს რატომ აბრალებ? ხომ არ გაჟრიალებს?
მამუკა
20 აგვისტო 2020 03:25
1
ყველა გამოხმაურება
სირცხვილი და თავისმოჭრა იყო და გულისამრევი რაც ვნახეთ. თან ალბანეთში არც დაწყებულა სეზონი. შემოდგომა-ზამთარზე გადავიდეთ ჯობია როგორც ევროპაშია. ხომ ვხედავთ მაგითი მკვდარი ვერ გაცოცხლდება, ბევრად ღრმა პრობლემაა, საერთო დონეა ძალიან დაბალი და წლიდან წლამდე ვარდება.
გია
19 აგვისტო 2020 23:51
2
ფიფია რომ დინამოს ღუპავს უკვე წლებია სა მისი ხელმძღვანელობით გუნდი იმაზე წლიდანნ წლამდე უარეს შედეგა აჩვენებს და ამ კაცს რომ არ აქვს კლუბის განვითარების არც გეგმა და არც არანაირი ხედვა ამას ხვალხიი უკვე წლებია ლაპარაკობს და აპროტესტებს მაგრამ არაფერი იცბლება და არც შეიცველა სამწუხაროდ დღეს დინამო არის ამ ადამიანის კერძო საკუთრება და რასაც უნდა იმას იზამს ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიყვიროთ ამას არანაირი აზრი არ აქვს ერთპიროვნულად კლუბი მისი საკუთრება უბრალოდ მე ერთი თხოვნა მექნება იქნებ სახელი ემბლემა და ფერები შეუცვალოს და ისე გაგრძელოს მისი პატრონობა ისტორიას მაინც სცეს პატივი ))
გიო
20 აგვისტო 2020 16:22
0
უსირცხვილო და უთავმოყვარეო ხალხი, რომლებსაც ფეხბურთელებს ვერ უწოდებ. თითქოს ბირჟაზე იდგნენ ან პლაჟზე აგორავებდნენ ბურთს.ერთად ერთი ბენიო ცდილობდა რაღაცას. გასაკუთრებით აღსანიშნავია მწვრთნელის უუნარობა ტაქტიკაში, გუნდის გადაწყობაში თამაშის დროს და საერთოდ ეგ არ არის ის მწვრთნელი, რომელიც უნდა ჰყავდეს დინამოს. საქართველოს განახლებული ჩემპიონატის თამაშებში და თელავთან ბოლო თამაშის დროსას გამოჩნდა, რომ ამ ფორმაციის დინამო არ არის ის გუნდი, რომელსაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანი უნდა ეწოდოს
mvx
20 აგვისტო 2020 15:26
0
დინამოს მთავარი პრობლემა არის არასწორი სელექცია და ფიფიას გარშემომყოფი სტაფი.. გასაგებია რომ ესკაცი ბიზნესმენოია მაგრამ ფულის შოვნა ხომუნდა? მაგისთვის ვინმეს ყიდვა არაა საჭირო უბრალოდ სწორი სელექცია... ტრუბოჩკინს ხელფასს ხომუხდის ? ორშულას? ბენიოს? ამათმოყვანას აზრი ქონდა? ეხლა მაგალითად ბერიძე არის თავისუფალი აგენტი ეგეთი ფოეხბურთელი დინამოსთვის ძალიან მაგარი იქნება. კაი მაგის მოყვალის თავი თუარგაქვთ ცოტა ფული დახარჯეთ და ბრაზილიაში მონახეთ ტალანტები .. ფლამარიონი ხომ კაია? ეგეთები იქ ოხრადაა.. მინიმალური ხარჯით კარგ ფეხბურთელს მოიყვან 2 წელი ათამაშე და გაყიდე.. მთელი უკრაინა მაგას აკეთEბს
გიოდინამო1
20 აგვისტო 2020 14:58
0
ეჰ, ჩემო ძმაო, ფიფიასთან ერთად ზოგადად დაბალი დონეა ქართულ ფეხბურთში. უბრალოდ უმრავლესობა დინამოს პრობლემებისა, მაინც ფიფიასთან მიდის. ადრე თუ მარტიკინის კუნძულიდან მოჰყავდა ვინმე, ეხლა ეგეც აღარ არის. მოჰყავს ყველა საქართველოს ჩემპიონატიდან და აგერ შედეგიც - დუნაისკა სტრედას და ტირანას საკუთარ მოედანზე ვეღარ უგებს გუნდი. მწვრთნელი კიდევ დამდგარა და ისეთებს იძახის, თითქოს პრემია ბურთის თამაშს, აზროვნებას და სისწრაფეს მატებდეს მოთამაშეს. უბრალოდ ერთს ვერ ვიგებ - ეს ამ ხალხს სჯერა, წარმატების თუ ვინმეს ატყუებს?
????
20 აგვისტო 2020 15:20
1
ნერვებს ნუ იშლით,დეტალებზე ლაპარაკი არც ღირს. რეალურად სხვა შედეგს ელოდით ...!?, მე არა.ყველა გამოვარდება, რეალობაა ეგეთი. დიდი ხანია საქართველოში ფეხბურთი არ არის და არც იქნება , ერთეული ნიჭიერები- ,,მარად მწვანეები" კი ხანდახან გამოჩდებიან, მერე რა? ფეხბურთი მთელი მეურნეობაა, სადაც ერთეულები ამინდს ვერ შექმნიან. 0- დან არის დასაწყები. მარტო ბავშვებთან კი არ უნდა იმუშაონ მწვრთნელებმა ( ჩამოსაყვანია) და ფსიქოლოგებმა, არამედ მათ მშობლებთანაც აუცილებლად. შედეგი მერე მოვა. არაპროფესიონალი და უპასუხისმგებლო არ უნდა გააკარო. ახალგაზრდებს უნდა აეკრძალოს ლუქს-მანქანებით მარიაჟობა, შედეგის დადებამდე და ა.შ. ერთ დამყაყებულ წრეზე ვართ ყველა სფეროში და ვიქნებით თუ ძირფესვიანად მოსახლეობის 60-70 % მაინც არ ამოიქოქა სახელმწიფოებრივი შეგნებით.
გუსანი
20 აგვისტო 2020 13:28
0
ერთი მწვრთნელი არ გვივარგა ქართველი.
ნუთუ ასე ნაკლებები ვართ?
თენგო
20 აგვისტო 2020 10:47
2
ვიდრე ქვეყანა ქვეყანას არ დაემსგავსება სულ ასე იქნება......ეხლა ვართ "ყანა"
ტრეი
20 აგვისტო 2020 10:18
4
თუ იმას ვინმე იტყვის, რომ დღეს ფეხბურს ქვეყნის ან ფეხბურთის სიყვარულისთვის ვინმე თამაშობს ძალიან ცდება. დღეს ფეხბურთს ყველა ფულისთვის თამაშობს და ასე იქნება ყოველთვის, ამიტომ ქართულ ფეხბურთში თუ ვინმემ გაიბრწყინა, ყველა საზღვარგარეთ მიდის. იმ ხელფასების პირობებში, რომელიც დღეს საქართველოში ფეხბურთელს აქვს კარგი გუნდების დაყენება ზღაპარია. მოდით დააბრუნეთ ყველა წასული ფეხბურთელი, გადაუხადეთ კარგად და რა გუნდები გვეყოლება 2-3 წელიწადში, ნახავთ. დღეს კი შემიძლია გირჩიოთ: გაუფრთხილდიტ ნერვებს, უკეთესი არ იქნება.
ჟორა
20 აგვისტო 2020 10:14
2

სიახლეები პოპულარული