კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
Ar vici ra vtqva gushin rasac uyure imis kargi movtyan tu me ar metamasha upeo kargad...fu sircxvili
emzo
20 აგვისტო 2020 11:54
2
რა ევროპა ლიგაზე ლაპარაკობს იცით ვინმემ?ევროპა ლიგაზე გადავიდა?თუ ხო,ვის ხვდება ან როდის?არანაირი ინფორმაცია არ წერია არსად ევროპა ლიგაზე გადავიდაო.არც ჟურნალისტებმა იციან?ბოლო ორი წელი მასე იყო.
Master
20 აგვისტო 2020 11:49
1
მოდი რა, გინება არ გვინდა, წაგება და სირცხვილი არა მგონია ვინმეს სიამოვნებდეს. ჩემი აზრით, დინამოს დღეს არ ჰყავს საშუალო ევროპულ დონესთან მიახლოებული არც ერთი ფეხბურთელი. მიუხედავად ამისა, ტირანასთან ასე უშანსოდ არ უნდა წააგო, რადგან მასაც არ ჰყავს ასეთი დონის ფეხბურთელები არც ერთი. არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია ამ გუნდის და ვამბობდი, რომ მეშინია ევროპაზე თამაშის, გავფარჩაკდებით მეთქი და ახდა კიდეც, რადგან ფეხბურთელს ვერ ვხედავდი, რომელიც გუნდს აიყოლიებდა და დამუხტავდა. მე მგონი, ერთმანეთს კარგად არც იცნობენ. მწვრთნელი გრანდი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ ამ ფეხბურთელების დონეს რომ ეყოფა, ისეთი არის. ანჩელოტიც რომ ჩამოიყვანო, ამ მასალისგან ევროპულ გუნდს ვერ გააკეთებ, საქართველოს ჩემპიონატს კი ყოფნის და არიან ასე. რაც შეეხება მეკარეს, პირველი გოლი ძირითადად დაცვის დამსახურება იყო და ნაკლებად ვადანაშაულებ. მეორე გოლი მისი ბრალია, მაგრამ ასეთები ყველას მოსდის, ვარსკვლავ მეკარეებსაც გაგახსენებთ ამ მდგომარეობაში და მასზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი. პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი რომელიმე ფეხბურთელის შეცდომა.
ცაგარელი
20 აგვისტო 2020 11:38
2
წაგებაზე რომ დაიდოს ფსონები, იქნება მასე მაინც მოიგონ? ეს ხუმრობით, სერიოზულად კიდევ მე ქართულ ფეხბურთს წლებია, ვეღარ ვუყურებ. თითო თამაშზე ასე თითო წელს ვტოვებდი. შევიცოდე თავი. ეს გულმოკლული კომენტარები წავიკითხე და ჩემი თავი გამახსენდა, მაგრამ მართლა ყოჩაღ თქვენ, რომ კიდევ გულშემატკივრობთ ქართულ ფეხბურთს. მე რომ ვიყო ფეხბურთელი, ასეთების წაკითხვის შემდეგ პიტბულივით გავიდოდი სტადიონზე :((
nanka2002
20 აგვისტო 2020 11:16
1
სადღაა საქართველოში მწვრთნელები???და ფეხბურთიც კარგა ხანია მოკვდა, მაგრამ ჩვენ ამის დაჯერება არ გვინდა...დინამო კი მხოლოდ სახელი დარჩა ჩვენდა სამწუხაროდ.ფედერაციას კი სულ კიდია რა ხდება, მთავარია ფული ხალხის ფული გადაინაწილონ.ასეთია მოზამბიკის (საქართველოს)-თანა ქვეყნების ხვედრი.
Maximus
20 აგვისტო 2020 11:09
1
რამდენი გქონდათ დადებული წაგებაზე? საერთოდაც რო დაიშალნეთ და სახლებში წახვიდეთ არ გინდათ, რატო აგინებინებთ ხალხს, გსიამოვნებთ?
ვანო
20 აგვისტო 2020 10:53
1
გაჭირვებაში ისევ კაჭარავას თუ დაუძახეს ახლა.
ოთარი
20 აგვისტო 2020 10:52
4
ამათ რატომ ვაფინანსებთ საერთოდ ვერ ვხვდები! ამდენ უნიჭოს და ზარმაცს რატომ უნდა ქონდეთ ხუთ ნიშნა ხელფასები, იმ ქვეყანაში სადაც პენსია 200 ლარია???????!!!!! როგორც ფარერებზეა, ან ანდორაში იყვნენ მაშინ მოყვარულების დონეზე და იმუშავონ სადმე ან მეწაღეებად, ან ელიავაზე ან სადმე დადგნენ და თავისუფალ დროს ბურთიც გააგორონ! ამაზე უკეთესი გუნდი თუ არ არის საქართველოში, ეს თუა საქართველოს ჩემპიონი და სახელის გამტანი, არ გვინდა ბატონო, ნუ გვარცხვენენ და ნუ გვჭრიან თავს!
ალექსანდრე
20 აგვისტო 2020 10:50
1
ერთი მწვრთნელი არ გვივარგა ქართველი.
ნუთუ ასე ნაკლებები ვართ?
თენგო
20 აგვისტო 2020 10:47
2
და რო დაანებოთ თავი საერთოდ ამ სპორტს?...
ბადმინტონი, რამე,...
zaza tbilisi
20 აგვისტო 2020 10:41
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული