კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
ჩხეტიანო, შენ თუ მართლა სინდის-ნამუსი გაგაჩნია, რა გინდა ფეხბურთში?! წადი, ვაშლი გაყიდე ან ყანა მოთოხნე, ეგ უფრო არის შენი საქმე
fani
20 აგვისტო 2020 01:41
3
გულითადი მოკითხვა მამაქალაქიდან ფლაგმანს. ტორპედოს ცოდვებმა გიწიათ რა გუნდი დაშალეთ არასწორებო და როგორ გიხაროდათ . მაგ ალბანელები 5:2 რო გააპო ტორპედომ და პლეიოფს უწია ეს ვერ აიტანეთ დედაქალაქში და სწორედ ბედის ირონიით ალბანურმა გუნდმა დაგაჭედათ ბოლო ლურსმანი საიქიოში გასამგზავრებელ სასახლეზე. ტორპედოს 2018 წლის შედეგს კიდევ დიდხანს ვერ მიაღწევს სხვა ქართული გუნდი. და თუ ვინმე მაგ ეტაპამდე ისევ მივა ეს მხოლოდ ტორპედო იქნება. ასე სამარცხვინოდ გიბრალტარის გუნდები არ აგებენ თქვე საცოდავებო .
Adonis
20 აგვისტო 2020 01:40
27
მოკიდეთ ხელი და წაიყვანეთ თქვენი სასახელო ტორპედოელები ჩხეტიანის და კვასხვაძის თამადობით ყველა, ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ!!! არც არავის გახარებია თბილისში რომ იცოდეთ ამ ჭ კლასის ხალხის დინამოში მოსვლა!!!
Pres
20 აგვისტო 2020 09:01
1
ეს ფიფია და ჩხეტიანი გასაგებია, მაგრამ ტორპედოს დაშლას თბილისელებს რატომ აბრალებ? ხომ არ გაჟრიალებს?
მამუკა
20 აგვისტო 2020 03:25
1
ყველა გამოხმაურება
ამიტომ მხოლოდდამხოლოდ აკადემია და აქ ძებნა ფეხბურთელების.
ddgfdf
20 აგვისტო 2020 01:28
3
რაც ფიფია მოვიდა,კიარადა არასოდეს ესეთი სუსტი თბილისის დინამო არ ყოფილა.არც თამაშით და არც შემადგენლობით. ვფიქრობდი ვის შეეძლო თამაშის გადარჩენა და ვერავინ ვიპოვე განაცხადში ესეთი. ფიფია გაგვარკვიე რა გინდა ამ გუნდისგან,მხოლოდ შენი ბიზნესის განვითარბა,ფულის გათეთრება,ესე რომ გააეკეთო ხოლმე, 2 სეზონი შენი ფული რომ აკეთო და ერთი სეზონი გულშემატკივრებიც გბასიამოვნო, შენ სულ შენს ჯიბეზე ფიქრობ და ესე არ გამოვა. მე რომ დინამოს ფანკლუბში ვიყო, მივიდოდი ფიფიას ოფისთან და მოვითხოვდი კლუბის განვითარების გეგმას,თუ არ წარადგენდა გავიხდიდი ფორმას და იქამდე აღარ მივიდოდი ამ გუნდის თამაშზე,ვიდრე ფიფია იქნებოდა პრეზიდენტი.
სამწუხაროდ
20 აგვისტო 2020 01:21
0
სადაა ფსნ კლუბი თუ ძმა ხარ, საშინაო თამაშებზე რომ ქუთაისიდან ჩამოსული ქომაგი მეტი გიზის დინამოს და ვინც ყავთ ვითომ ფანები გუნდისგან ხელფასს რომ იღებენ ისინი მოითხოვენ რამეს?! დაბეჩავებული ქვეყნის მოსახლეობის ფანკლუბი ფეხბურთი და ცხოვრებაა ეს ყველაფერი
ლადო
20 აგვისტო 2020 07:28
0
35 წლის ვხდები და ჩემი შეგნებული ცხოვრებიდან არ მახსენდება არაფერი ღირებული ქართული ფეხბურთიდან, მარტო მსმენია ქართული ფეხბურთის ლეგენდებზე (ინდივიდებზე)! შემდეგ მახსოვს ზარმაცი, უდისციპლინო, უჯიგრო, ფეხებს რო უფრთხილდებოდნენ და თავს რო იფასებდნენ, ჩვენგან მონათლული ტალანტები და ვარსკვლავები!! აი ამათ მერე უკვე აღარავინ არ მახსოვს , მხოლოდ ვიღაცა ბავშვები სადღაც გამოხტნენ და მოიტეხეს ყველაფერი, ყველანაირი ავადმყოფობითა და ტრამვებით, და მახსენდება ერთი პატივსაცემი კაცის სიტყვები , რომელმაც იწინასწარმეტყველა რომ არ უნდა სახელმწიფოს ფეხბურთი და ფარერებზე და მალტაზე დაბალი დონის ქვეყანა გავხდებითო, გადაიქცევა სამოყვარულო ჩემპიონატადო, და ამ განცხადების გამო ქართველი ჟურნალისტთა კლასტერი გადაირია და დაააბულინგა ეს კაცი.. / ვაი თქვენს პატრონს, ისე აგიხდეთ ყველაფერი რაც მაშინ იმ კაცმა თქვა სიმართლე! ლენჩები!!!! ( არ დაბლოკო პლს)
Vasili
20 აგვისტო 2020 01:10
1
ეჰ არ იცი მწვრტნელობა და წადი სხვა საქმე აკეტე
chkheto
20 აგვისტო 2020 01:02
3
ბოდიში თუ გინდა მოხვიე შენს მოყვანილ ჯოგს ხელი და მიბრძანდით დინამოდან! აი მაშინ ვიგრძნობ რომ სინდისი გქონია! დოლიძესქც ეხება!
გიო
20 აგვისტო 2020 00:31
3
ეს არის ჩვენი ჩემპიონატის ძალიან დაბალი დონის ბრალი,მეტი არავის და არაფრის. დონე არის ძალიან დაბალი,ტემპი-ნული,10გუნდში 1 კარგი ფეხბურთელი თუ გამოჩნდა,ეგრევე მიდის.უკუსვლაა ყოველ წელს და დღეს ნათლად გამოჩნდა.
გია
20 აგვისტო 2020 00:25
5
დაანგრიეთ ბარემ სტადიონები და ჩადგითმის ადგილას კორპუსები!!!!
არა მკითხე მოამბე
20 აგვისტო 2020 00:24
2
...და რა?... ჰგონიათ ევროპა ლიგაზე რამეს გააკეთებთ?!... იქაც პირველივე თამაშიდან გამოვარდებით!!!....
buba
20 აგვისტო 2020 00:21
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული