კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
ვინც ასეთებთან არ გვარცხვენდა და სუფთა იყო, ის მოიშორეს. ვინმეს გგონიათ რომ გუშინ დინამომ ითამაშა? კარგად იყომარეს
11
20 აგვისტო 2020 10:27
1
ვიდრე ქვეყანა ქვეყანას არ დაემსგავსება სულ ასე იქნება......ეხლა ვართ "ყანა"
ტრეი
20 აგვისტო 2020 10:18
4
თუ იმას ვინმე იტყვის, რომ დღეს ფეხბურს ქვეყნის ან ფეხბურთის სიყვარულისთვის ვინმე თამაშობს ძალიან ცდება. დღეს ფეხბურთს ყველა ფულისთვის თამაშობს და ასე იქნება ყოველთვის, ამიტომ ქართულ ფეხბურთში თუ ვინმემ გაიბრწყინა, ყველა საზღვარგარეთ მიდის. იმ ხელფასების პირობებში, რომელიც დღეს საქართველოში ფეხბურთელს აქვს კარგი გუნდების დაყენება ზღაპარია. მოდით დააბრუნეთ ყველა წასული ფეხბურთელი, გადაუხადეთ კარგად და რა გუნდები გვეყოლება 2-3 წელიწადში, ნახავთ. დღეს კი შემიძლია გირჩიოთ: გაუფრთხილდიტ ნერვებს, უკეთესი არ იქნება.
ჟორა
20 აგვისტო 2020 10:14
2
იყომარეს ბიჭებმა, მერე ხოშიანად ხინკალ-ქაბაბ-ზურნა-დუდუკ შიგ რესტორანში. არც მწვადი დაწვასო და არც მზარეულის სინდისიო.
სერგო
20 აგვისტო 2020 10:11
1
ის რაც ხდება ქართულ ფეხბურთში უკვე ყველა ზღვარს გასცდა. ამდენი წელი გულშემატკივრებს თავსლაფისსხმა საზოგადოებამ არ უნდა მოითმინოს. მოვითხოვოთ ფედერაციის დაშლა და ახალი გამჭვირვალე, აპოლიტიკური არჩევნები მოვთხოვოთ და მოვიყვანოთ პროფესიონალები. ერთი ადგილის თამაში არ მობეზრდათ ამ სელაბრითი კაცუნებს?
Gio
20 აგვისტო 2020 10:07
2
რა საჭიროა მწვრთნელი, ჩაურთე 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისის დინამოს მატჩები, აყურებინე და დაავალე ისე ითამაშონ. თუ არ ითამაშებენ ისე, გაუშვით. მორჩა, ესეც შენი ტრენერი...
გელა
20 აგვისტო 2020 10:04
3
ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა, ასე ცუდი დინამო მე არ მახსენდება, ჩისკო რომ თამაშობდა ის დინამო ამას ბევრად ჯობდა, თუნდაც შემდეგ მწვრთნელად რომ იყო ჩისკო, ის დინამოც ბევრად კარგი გუნდი იყო. თუმცა იმასაც დავამატებ რომ ვინც კი ცოტა ნორმალურად თამაშობდა ყველა წავიდა და ეს აისახება შედეგზეც. ამ გუნდიდან გასაშვებია 70 როცენტი ფეხბურთელებისა, სამწვრთვენლო შემადგენლობაც ზედ მისაყოლებელია... არც ეს არ უშველის არაფერს, სანამდ ბიზნესი არ შემოვა სპორტში მანამდე შანსი არ არის ფეხბურთის განვითარებისა, 4 გუნდი მაინც უნდა იყო გამართული ფინანსურად და მენეჯმენტით... დენიკინის დრონდელი მწვრთნელები, მათი მეთოდები და მიდგომები უნდა შეიცვალოს. მეოცე საუკუნის მერე ფეხბურთი განვითარდა, ძალიან განვითარდა. ყაველაშვილს აქვს ნათქვამი, ჩემ დროს რომ 2 კილომეტრს ირბენდა ფეხბურთელიო, მაგარი შედეგად ითველბოდაო და 13-14 კილომეტრზე ნაკლებს არ დარბიან დღეს, სხვა სისწრაფეებია, სხვა ფიზ მომზადებაა უკვე საჭირო რომ ითამაშო ფეხბურთი...
დათო
20 აგვისტო 2020 09:53
1
ბოდიში უშველის საქმეს? რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა გუშინდელი თამაშის მერე რომ შეგნებულად წააგეს.
ჯუზი
20 აგვისტო 2020 09:31
1
აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია, აი ჩხეტიანმა კი ქუდი უნდა დაიხუროს და კვასხაძესთან ერთად კარი გაიხუროს, რის ბოდიში რა ბოდიში.
ისე ევროპაში ღიპიანი მწვრთნელი ნუთუ მეტეს წარმატებული არ მინახია, განა საჭმელი (ხინკალი) აკლიათ უბრალოდ ყველა თამაში გულთან მიაქვთ და ამ დროს რამდენი ხინკალიც არ უნდა ყლაპონ არ ღიპიანდებიან, ამათ სადა აქვთ ნერვი, პიდბულებივით არიან
დათო
20 აგვისტო 2020 09:29
2
დიდი ხანია საქართველოში ფეხბურთი არაა, ქვეყანა არაა შე კაცო და ფეხბურთი საიდან იქნება
123
20 აგვისტო 2020 09:19
10
კაი რა, ალბანეთი უფრო ქვეყანაა და კოსოვო, ბოსნია და კიდევ რამდენი მსგავსი ჩვენზე გაჭირვებული! იმათმა თუ მოაბეს რაღაცას თავი!
სანდრინიო
20 აგვისტო 2020 09:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული