გუშინ, 30 აგვისტოს, უეფამ ევროპა ლიგის მეორე ეტაპის წილისყრის წინ კლუბები სხვადასხვა ჯგუფად დაყო და ქართულ გუნდებსაც სავარაუდო მეტოქეები დაუკონკრეტდათ.
თბილისის "დინამოს", რომელიც "ჩემპიონთა გზას" მიუყვება, ჯგუფში მხოლოდ 1 განუთესავი - კოსოვოს ჩემპიონი "დრიტა" შეხვდა. თუ დინამოელები "დრიტას" ასცდნენ, შემდეგ წილისყრა ჯგუფის შიგნით გაიმართება და ნებისმიერი კლუბი შეიძლება შეხვდეს ერთმანეთს. "დინამოს" ჯგუფში კი ეს გუნდები მოხვდნენ: "ასტანა", "ფოლა ეში", "ბუდუჩნოსტი", "კონაჰ'ს ქუეი ნომადსი", "არარატ-არმენია", "სილექსი".
რაც შეეხება თბილისის "ლოკომოტივს", "რკინიგზელებს" უფრო კონკრეტულად აქვს საქმე და მეტოქე ამ სამი გუნდიდან ერთ-ერთი
ეყოლება: "გალათასარაი", მოსკოვის "დინამო", "ქაირათი".
კენჭისყრა კი დღეს, 31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.