"არარატ-არმენია", მოსკოვის "დინამო", "გალათასარაი" - უეფამ ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები დააკონკრეტა

AutoSharing Option
გუშინ, 30 აგვისტოს, უეფამ ევროპა ლიგის მეორე ეტაპის წილისყრის წინ კლუბები სხვადასხვა ჯგუფად დაყო და ქართულ გუნდებსაც სავარაუდო მეტოქეები დაუკონკრეტდათ.

თბილისის "დინამოს", რომელიც "ჩემპიონთა გზას" მიუყვება, ჯგუფში მხოლოდ 1 განუთესავი - კოსოვოს ჩემპიონი "დრიტა" შეხვდა. თუ დინამოელები "დრიტას" ასცდნენ, შემდეგ წილისყრა ჯგუფის შიგნით გაიმართება და ნებისმიერი კლუბი შეიძლება შეხვდეს ერთმანეთს. "დინამოს" ჯგუფში კი ეს გუნდები მოხვდნენ: "ასტანა", "ფოლა ეში", "ბუდუჩნოსტი", "კონაჰ'ს ქუეი ნომადსი", "არარატ-არმენია", "სილექსი".

რაც შეეხება თბილისის "ლოკომოტივს", "რკინიგზელებს" უფრო კონკრეტულად აქვს საქმე და მეტოქე ამ სამი გუნდიდან ერთ-ერთი
ეყოლება: "გალათასარაი", მოსკოვის "დინამო", "ქაირათი".

კენჭისყრა კი დღეს, 31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოსკოვის დინამო შეხვდა ლოკოს თბილისში იქნება
შაკო
31 აგვისტო 2020 15:10
0
გალათასარაი შეგვხდეს კაი იქნება ფეხბურთს ვნახავთ, თორე მოსკ. დინამო და ქაირათი ძალისმიერი, ცივსისხლიანი და ცხენოსნური ფეხბურთით მოუგებენ ლოკოს
შაკო
31 აგვისტო 2020 14:53
0
მე როგორც ერთ რიგით გულშემატკივარს ძალიან მინდა დინამოს არარატ არმენია შეხვდეს, თანაც სომხეთში უნდა გამოვიყვანოთ წირვა!!!! ლოკომოტივს კი ვინც არ უნდა შეხვდეს მაინც დიდი მადლობა!!! სიმართლე ვთქვა, ჭიაბრიშვილის მაინც მეიმედება და მგონია რომ ანტი ფეხბურთს არ ათამაშებს გუნდს. ქართული ფეხბურთი ჩემი ტკივილიანი სიამაყეა!!!! წარმატებები!!!!
გიგა
31 აგვისტო 2020 13:57
0
ჩვენები უშანსოდ იქნებიან ყველა ვარიანტში
ფსკერზე ვართ
რო გადიხარ მოედანზე უნდა იბრძოლო ბოლომდე ნამუსი მაინც შეინარჩუნეთ
ოტ
31 აგვისტო 2020 13:26
2
ამ ეტაპზე მოსკოვის დინამო და არარატი არ გვინდა რუსებთან შანსი 1პროცენტი გვაქ და წაგება მტკინვეული იქნება და არარატთან ისეთ ფორმაშია დინამო მეორე სირცხვილი არ ვჭამოთ თან დინამოა და საბურთალოსგან განსხვავებით სახელი აქვს სულ გავბანძდებით
KA
31 აგვისტო 2020 13:24
0
უსუსტესი გუნდები გვყავს უსუსტესი.რა მნიშვნელობა აქვს ვის შევხვდებით.
lasha
31 აგვისტო 2020 13:23
1
ყველა გუნდი ლოკოზე ძლიერია დინამოს უფრო აქვს შანსი თუ ითამაშა ფეხბურთი და ფართხალი არ დაიწყო.
Skorpion07
31 აგვისტო 2020 12:49
1
არარატ არმენიასთან დამარცხებას დრიტასთან დამარცხება ჯობია.....
niko
31 აგვისტო 2020 12:44
0
თუ გალათასარაი შეგხვდა, იქნებ ჩვენთან ,,გატეხონ'' თამაში. დინამოს რაც შეეხება, შანსი ალბათ მხოლოდ უელსურ გუნდთან გვექნება და იქნებ გაგვიმარლოს!
რომელუ
31 აგვისტო 2020 12:05
1
დ კაირატი მერე სუსტია?ვაგნერ ლავი ყავთ .36 წლისაა და ეხლაც მაგარია კიდე ყავთ კარგი ლეგიონერები
zaza
31 აგვისტო 2020 11:38
2
ამ სამში ყველაზე გაცილებით სუსტია,თან ტრადიციულად ევროთასებზე ვერ ქაჩავს ეს გუნდი.ბოლოს რაც უნდა იყოს,მაინც ყაზახეთია და ქართველებს ყაზახებთან შანსი ყოველთვის გვაქვს და გვექნება
master
31 აგვისტო 2020 13:31
0

სიახლეები პოპულარული