"არარატ-არმენია", მოსკოვის "დინამო", "გალათასარაი" - უეფამ ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები დააკონკრეტა

AutoSharing Option
გუშინ, 30 აგვისტოს, უეფამ ევროპა ლიგის მეორე ეტაპის წილისყრის წინ კლუბები სხვადასხვა ჯგუფად დაყო და ქართულ გუნდებსაც სავარაუდო მეტოქეები დაუკონკრეტდათ.

თბილისის "დინამოს", რომელიც "ჩემპიონთა გზას" მიუყვება, ჯგუფში მხოლოდ 1 განუთესავი - კოსოვოს ჩემპიონი "დრიტა" შეხვდა. თუ დინამოელები "დრიტას" ასცდნენ, შემდეგ წილისყრა ჯგუფის შიგნით გაიმართება და ნებისმიერი კლუბი შეიძლება შეხვდეს ერთმანეთს. "დინამოს" ჯგუფში კი ეს გუნდები მოხვდნენ: "ასტანა", "ფოლა ეში", "ბუდუჩნოსტი", "კონაჰ'ს ქუეი ნომადსი", "არარატ-არმენია", "სილექსი".

რაც შეეხება თბილისის "ლოკომოტივს", "რკინიგზელებს" უფრო კონკრეტულად აქვს საქმე და მეტოქე ამ სამი გუნდიდან ერთ-ერთი
ეყოლება: "გალათასარაი", მოსკოვის "დინამო", "ქაირათი".

კენჭისყრა კი დღეს, 31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოსკოვის დინამო შეხვდა ლოკოს თბილისში იქნება
შაკო
15:10 31-08-2020
0
გალათასარაი შეგვხდეს კაი იქნება ფეხბურთს ვნახავთ, თორე მოსკ. დინამო და ქაირათი ძალისმიერი, ცივსისხლიანი და ცხენოსნური ფეხბურთით მოუგებენ ლოკოს
შაკო
14:53 31-08-2020
0

სიახლეები პოპულარული