დღეს, 31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქე.
თბილისელი "რკინიგზელები" ევროპული საკლუბო ტურნირის პრესტიჟით მეორე ტურნირის მეორე ეტაპზე მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდება.
კენჭისყრის შედეგადვე გადაწყდა და 1-მატჩიანი დაპირისპირება თბილისში, 17 სექტემბერს გაიმართება.