დღეს, 31 აგვისტოს შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა თბილისის "დინამოს" მეტოქე.
საქართველოს ჩემპიონი ევროპული საკლუბო ტურნირის პრესტიჟით მეორე ტურნირის მეორე ეტაპზე უელსურ "ქონაჰ'ს ქუაი ნომადს" დაუპირისპირდება.
კენჭისყრის შედეგადვე გადაწყდა და 1-მატჩიანი დაპირისპირება უელსში, 17 სექტემბერს გაიმართება.