გია ჭიაბრიშვილმა კენჭისყრის შედეგი შეაფასა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა შეაფასა.

"პირველი ეტაპის წილისყრაზეც ვთქვი და ახლაც ვამბობ, გამართლება-არგამართლებაზე ნამდვილად არაა. პოტენციური მეტოქეებიდან სამივე ძალიან ძლიერი გუნდი იყო, ევროტურნირებზე დიდი გამოცდილებით.

მოვემზადებით ისე, როგორც აქამდე ვემზადებოდით - მაქსიმალური მობილიზებითა და კონცენტრაციით. ამ წყვილში ფავორიტი ჩვენი მეტოქეა, მაგრამ პირველ ეტაპზეც ასე ვიყავით, აუტსაიდერებად ვითვლებოდით; ფურცელზე სხვაა, მოედანზე კი - სულ სხვა.

გაგვიმართლა, რომ მეორე ეტაპსაც სახლში ვითამაშებთ. ძალიან ძლიერი, მაღალბიუჯეტიანი მეტოქე გვყავს, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა. შემადგენლობაში რუსეთის
ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების 12 ფეხბურთელი ჰყავთ. ასევე, ლეგიონერები ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ხორვატია, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბოსნია, ნიგერია.

ახლა დეტალებში ვერ ჩავალ, რადგან ჯერჯერობით "ლოკომოტივი" ეროვნული ლიგის მორიგი ტურის მატჩისთვის ემზადება. ამის შემდეგ მთლიანად გადავერთვებით მოსკოვის "დინამოსთან" მატჩზე", - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

მოგეხსენებათ, "რკინიგზელები" ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ კედლებში მოსკოვის "დინამოს" შეხვდება. მატჩი 17 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 27 /
მოსკოვის დინამო რომ ძლიერია ფაქტია და კომენტარს არ საჭიროებს. ცხადია გრანდი არაა მაგრამ მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგარს ლოკომოტივზე. აქ თავდადებანსი არის დავამარცხოთ ძლიერი მეტოქე.მთავარია წინასწარ არ შეეგუონ ბიჭები მარცხს და ყურები არ ჩამოყარონ! დაუმარცხებელი არავინაა! წარმატებები ლოკოს და დინამო თბილისს!
ბათუმის დინამოს ფანი
01 სექტემბერი 2020 14:59
0
რატო მეგონა სპორტული საიტი?))კაი ყველგან ეგაა და.. მოკლედ დასტოინი თამაში შევასრულოთ,პროსტა შარშანდელი სომხეთი არ გააგოროს მაგან.
რატი
01 სექტემბერი 2020 13:35
0
zaan rtuli tamachi ikneba, rusetis gundebi scrap da zalismier pegburts tamachoben, kargi legionerebic kavt, puli aruchirt, mokled zalebi aratanabaria kvela xvdeba, tu chveni pegburtelebi politikas gverdze gadadeben da zaan moindomeben, cota chansi gvak, ro ar cavafot mainc , bolobolo saxlis paktori, gulchematkivari, nacnobi stadioni, kvela fundi uchvebs checdomebs , dauchvebs moskovelebic da es unda gamovikenot, carmatebebs gisurvebt , tkveni gamarjveba mteli sakartvelos gamarjveba ikneba, rac zaan gamaxarebs .
x
01 სექტემბერი 2020 12:16
0
თუ წავაგებთ, ისევ ამ კაცს აკენწლიან ...
როგორც საბურთალოს შემთხვევაში იყო . . .
ეს "ჟილკის" თამაში იქნება, წესით ბიჭები ყველაფერს დადებენ მოედანზე
გიორგი
01 სექტემბერი 2020 10:43
0
როგორც გარდაცვლილზე ამბობენ მხოლოდ კარგს და ცუდს არ ახსენებენ ისეა კომენტარებშიც, ბურთის გორაობა არ ვიცით მაგრამ მოვიგებთ :D :D :D
Hmm
01 სექტემბერი 2020 03:52
0
გადით მოედანზე და ითამაშეთ ქართული ფეხბურთი. დასაკარი არაფერია, მოსაგები ბევრი. ხოდა გადით და მოიგეთ. გააკონტროლეთ ბურთი და სწრაფი შეტევებით აცვენეთ ამ მორბენლებს რომ ფეხბურთი მარტო სირბილი არ არის. ბეი ბეგის თამაშობენ მთელი ცხოვრება და იმის იქეთ არც ტექნიკა ჰყოფნით და არც ჭკუა.
niko
31 აგვისტო 2020 23:04
1
მიდით ბიჭებო, თამაშის წინ მთელი გუნდი ფილმს - შინდისის გმირებს ჩაუჯექით და მოედანზე ისე გადით, ჩვენ თვქენი იმედი გვაქვს!
რატი
31 აგვისტო 2020 22:32
6
არა არავითარ ფილმს არ უყუროთ და უსამართლობის გრძნობით და პოლიტიკური ამბებით ნუ აივსებით, უბრალოდ ითამაშეთ ისე, რომ დაანახოთ რუსებს რამხელა უპირატესობა აქვს ქართველ ფეხბურთელს რუსზე ფეხბურთში. ჩვენ პრინციპული მატჩებისთვისღა დავიტოვეთ ფეხბურთი და ვაჩვენოთ როგორ უნდა თამაში ვიჭებო. ეჭვიც არ მეპარება რომ მოვიგებთ, რაფგან მჯერა თქვენიც და ამ კარგი მწვრთნელისაც. აბა თქვენ იცით, ფრთები ამ მატჩზე და დიდი წარმატება!
გადასარევი გიორგი
31 აგვისტო 2020 22:40
1
მართალს წერენ, ჩვენ დინამოს ძალიან უჭირდა მოსკოველ დინამოელებთან. ყველაზე ცუდი ბალანსი მაგათთან გვქონდა. ამას არაფერი არ ეშველება. ლოკომოტივს სხვა ისტორიაზე გავუმახვილებ ყურადღებას. აი საქართველოს მეორე გუნდს, ტორპედოს, ასე სპარტაკთან უჭირდა, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ძალიან დიდხანს, მოსკოვის დინამოსთან დადებითი ბალანსი ქონდა (მგონი ბოლოს წამოეწიენ). ასე რომ - ნუ გეშინიათ! ითამაშეთ ტორპედოსავით და მოუგებთ! მთავარია სული და გული ჩადეთ! ერი თქვენს გვერდითაა! იმედია ფეხბურთის ღმერთი და ბედი თქვენ მხარეს იქნება!
alexandre
31 აგვისტო 2020 21:21
0
მარტლაც რო გია შენი იმედი გვაქ. შენი ნიჭი ბოლომდე უნდა ჩააქსოვო ამ თამასში, 2008 წლის გმირების გამო უამრავი გადამწვარი სახლის და ტყეების გამო, აოხრებული საქართველოს გამო. ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ ბიჭებო. რა დროს არაა ხალხი სტადიონზე ტორე ქართველების შიშით ჩაჯმული ბავშვებივით ირბენდნენ ეგ ფულით გაყოყლოჩინებული რუსები!
სვოი
31 აგვისტო 2020 21:08
1
გიორგი დადექი ნაკრების მწვრთნელად! კარგი "სასტავის"დაყენება იცი და ნაკრებიც ათამაშდება!
მწრთვნელი
31 აგვისტო 2020 19:19
6

სიახლეები პოპულარული