მოსკოვის "დინამოს" დირექტორი: ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქის, მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა და კლუბის ფაქტობრივმა მმართველმა სერგეი სტეპაშინმა კომენტარი გააკეთა. ცნობისათვის, ადრე სტეპაშინი ფსბ-ს დირექტორი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

"საინტერესო წილისყრაა. რაც უნდა იყოს, 2008 წლის მოვლენების შემდეგ თბილისში არც ერთ ჩვენს გუნდს არ უთამაშია. მართალი გითხრათ, ეს გუნდი საერთოდ არ ვიცი, ვიცი თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო". ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან ტექნიკურები არიან. საქართველოში გულშემატკივართა გავლენის შესახებ - ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები არიან და მხოლოდ ის გადაგვარჩენს, რომ
ისინი სტადიონზე არ იქნებიან.

ყველაფერი ნორმალურად უნდა იყოს! მით უმეტეს, ყურის მოკვრით კი არ ვიცი, რომ რუს და ქართველ ხალხს შორის რა ურთიერთობებიც იყო, ისევე შენარჩუნდა. მიუხედავად ამისა, ეს უბრალოდ ევროპა ლიგის კი არა, არამედ რუსეთ-საქართველოს მატჩია. მე მოსკოვის "დინამოს" წინაშე საკითხს ასე დავსვამდი. იმედია, ასევე მოიქცევა დირექტორთა საბჭო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის იმედი მაქვს.

სერიოზულად მომზადება გვმართებს, რადგან შაბათს "უფასთან" შეხვედრამ გვაჩვენა, რომ არავის დაუფასებლობა არ შეიძლება. ისე ჩანდა, თითქოს "ზენიტის" შემდეგ დიდი ანგარიშით უნდა გაგვემარჯვა, ჩვენ კი ფრეს (1:1) ძლივს მივაღწიეთ. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ", - ციტირებს სტეპაშინს ТАСС-ი.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ცუდია ასეთ დროს, რომ სტადიონზე დასწრება არ შეიძლება
gio
31 აგვისტო 2020 20:21
2
ამ თამაშზე ნამდვილად გაივსებოდა სტადიონი, გარედან მაინც უნდა მივაწვდინოთ ხმა ბიჭებს.
Beqnu
31 აგვისტო 2020 21:40
1
ჩიხურა ბურსასპორის თამაში გამახსენდა, 2014 წელს რო მოვიგეთ
nika
31 აგვისტო 2020 21:15
1
მოდით შევეშვათ გულზე მჯიღის ბრაგუნს და მოვრჩეთ,
ამ გუნდით, მხოლოდ შატილს ვაჯობებთ, კასპს ანდა კორცხელს...
გუნდი?
სადა გვყავს, ან გუნდი, ან ფეხბურთელები?
თორმეტი წუთი ირბენენ და მერე ვნებდებით.
დროშები ჩქარა!
ჩვენ ღვთიშობელი ზეციდან გვფარავს.
დროშები ჩქარა...
დღეს მოსკოვის დინამო, რომ ფორმაშია, ესეთ ფორმაში არ ყოფილა ბოლო ათი წელი მაინც და თქვენ იმედი გაქვთ, რომ მოვუგებთ? ეს სასწაული იქნება ალბათ, მოვუგებთ მაშინ, თუ თერთმეტი სამ კაცთან გავა და ისინი მეკარის გარეშე ითამაშებენ, თან ცალ ფეხზე...
მოუგებთ არა იხვი, ან ბატი, ჭრელი ბატი. მწვანე ცხენი გინახავთ? არა ხომ? მწვანე ცხენი, რომ იპოვნოთ, ეს ხომ სენსაცია იქნება? ესეა მათთან მოგებაც...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
01 სექტემბერი 2020 00:41
11
ჯიგარო შენ რას ეწევი?
ლევან
01 სექტემბერი 2020 10:55
0
მოვუგეთ შე არაქართველო. გასკდით გულზე 2:1 მოვიგეეთ
გია
17 სექტემბერი 2020 23:17
0
ყველა გამოხმაურება
ნუ ნერვიულობთ, ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებთ, ქართული სისხლი იყივლებს და ბიჭები საკუთარ თავს გადაახტებიან...
goga
01 სექტემბერი 2020 10:45
1
სისხლის ბოლო წვეთამდე უნდა ეკვეთოთ მგლებო, მთელი საქართველო და ქართველი ემიგრანტობა უნდა გაატაროთ და ვიამაყოთ თქვენით.
ფეხბურთი
01 სექტემბერი 2020 02:15
1
ეხლა რას იტყვით ქოცებო? არის თუ არა სპორტი პოლიტიკა......
ტრეი
01 სექტემბერი 2020 09:35
6
მოსკოვის დინამო არ იყო ეროვნულზე რო გაეჯიბრა ამხანაგურ მატჩში ტვილისის დინამოს. რას ბოდიალობს ეს არ უთამაშიათ რუსულ გუნდებსო 2008ის მერეო საქართველოშიო? არადა მაგის გუნდი კი იყო ჩამოსული.
kasil100
31 აგვისტო 2020 21:55
2
loko mteli saqartvelo shen gbaleshikobs emigracia da sadac qartveli suntqavs yvela im qveynidan gbaleshikobt. ra tamahsic itamashet ruminelebtan igive itamashet da movigebt. favoritebi bevri yifila ) carmatebebi loko
emgranti
31 აგვისტო 2020 22:35
1
დინამო მოსკოვი გავრილოვის საყვარელო გუნდია. მიდით ბიჭებო გავამწაროთ გავრილოვი
გიო#8
01 სექტემბერი 2020 10:43
3
ეგ ვინ გითხრა? ზაქარიამ?
საბა
01 სექტემბერი 2020 18:40
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული