მოსკოვის "დინამოს" დირექტორი: ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქის, მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა და კლუბის ფაქტობრივმა მმართველმა სერგეი სტეპაშინმა კომენტარი გააკეთა. ცნობისათვის, ადრე სტეპაშინი ფსბ-ს დირექტორი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

"საინტერესო წილისყრაა. რაც უნდა იყოს, 2008 წლის მოვლენების შემდეგ თბილისში არც ერთ ჩვენს გუნდს არ უთამაშია. მართალი გითხრათ, ეს გუნდი საერთოდ არ ვიცი, ვიცი თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო". ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან ტექნიკურები არიან. საქართველოში გულშემატკივართა გავლენის შესახებ - ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები არიან და მხოლოდ ის გადაგვარჩენს, რომ
ისინი სტადიონზე არ იქნებიან.

ყველაფერი ნორმალურად უნდა იყოს! მით უმეტეს, ყურის მოკვრით კი არ ვიცი, რომ რუს და ქართველ ხალხს შორის რა ურთიერთობებიც იყო, ისევე შენარჩუნდა. მიუხედავად ამისა, ეს უბრალოდ ევროპა ლიგის კი არა, არამედ რუსეთ-საქართველოს მატჩია. მე მოსკოვის "დინამოს" წინაშე საკითხს ასე დავსვამდი. იმედია, ასევე მოიქცევა დირექტორთა საბჭო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის იმედი მაქვს.

სერიოზულად მომზადება გვმართებს, რადგან შაბათს "უფასთან" შეხვედრამ გვაჩვენა, რომ არავის დაუფასებლობა არ შეიძლება. ისე ჩანდა, თითქოს "ზენიტის" შემდეგ დიდი ანგარიშით უნდა გაგვემარჯვა, ჩვენ კი ფრეს (1:1) ძლივს მივაღწიეთ. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ", - ციტირებს სტეპაშინს ТАСС-ი.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ამ თამაშზე ნამდვილად გაივსებოდა სტადიონი, გარედან მაინც უნდა მივაწვდინოთ ხმა ბიჭებს.
Beqnu
31 აგვისტო 2020 21:40
1
ჩიხურა ბურსასპორის თამაში გამახსენდა, 2014 წელს რო მოვიგეთ
nika
31 აგვისტო 2020 21:15
1
ცუდია ასეთ დროს, რომ სტადიონზე დასწრება არ შეიძლება
gio
31 აგვისტო 2020 20:21
2
რა ცუდ დროს არის აკრაძალური დასწრება თანაშებზე თირე ხო აივსებოდა სტადიონი კიდებზეც აღარ იქნებოდა ადგილებიი არადა ზუსტად ასეთ თამაშებშია მაყურებლის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი გუნდისთვის.
გელა
31 აგვისტო 2020 19:53
2
მაყურებლის მხარდაჭერა შეიძლება სხვადასხვა ადგილიდან: ჭავჭავაძის პრსპექტიდან, ვაკის პარკიდან, კუს ტბის ქედიდან( ვსაც ახსოვას რდესაც ბილეთების დეფიციტი იყო, მაგ: ტოტენჰემთან თამაშის დროს, გულშემატკივარი კუს ტბის ქედიდან ამხნევებდა დინამოს. ორგანიზებაა საჭირო და ყვეაფერი შესაძლებელია!!!! თუ ასე მოხდა , მაგარი მხარდაჭერას იგრძნობდა ლოკომოტივი და ძლიერ ფსიქოლოგიურ წნეხს რუსები!!!
დათო
31 აგვისტო 2020 20:43
0
მაყურებლის მხარდაჭერა შეიძლება სხვადასხვა ადგილიდან: ჭავჭავაძის პრსპექტიდან, ვაკის პარკიდან, კუს ტბის ქედიდან( ვსაც ახსოვას რდესაც ბილეთების დეფიციტი იყო, მაგ: ტოტენჰემთან თამაშის დროს, გულშემატკივარი კუს ტბის ქედიდან ამხნევებდა დინამოს. ორგანიზებაა საჭირო და ყვეაფერი შესაძლებელია!!!! თუ ასე მოხდა , მაგარი მხარდაჭერას იგრძნობდა ლოკომოტივი და ძლიერ ფსიქოლოგიურ წნეხს რუსები!!!
დათო
31 აგვისტო 2020 20:25
0
რაო სპორტი პოლიტიკა არააო? შენგელიას წააკითხეთ ეგ სტატია.
David
31 აგვისტო 2020 19:51
15
დღეს სამწუხაროდ კლასით ფინანსებით და ჩემპიონატის დონით მოსკოვის დინამო ბევრად წინაა ვიდრე ნებისმიერი ქართული კლუბი კი დიდი ალბათობით დიამო მოიგებს მაგრამ ბიჭები უნდა მოემზადონ მაქსიმალურად იბრძოლონ ჩადონ ყველაფერი და თუ წააგება წააგონ ღირსეულად ბრძოლაში და არაა ისე რაც საბურთალომ ქნაა აპოლონთან ეგ იყოო სირცხვილი ზუსტად და ეგ სურათი არანაირად არ უნდა იყოს რუსეთის გუნდთან და თან მოსკოვის დინამოსთან მითუმეტეს.
ზაზა
31 აგვისტო 2020 19:50
0
ერიჰააააა ქართველებოოო!!! 11 გმირი უნდა გავიდეს მოედანზე,დღევანდელი დღიდან უნდა მოემზადოს ლოკომოტივის თითოეული ფეხბურთელი.კარიერის თამაში იქნება ბიჭებო თქვენთვის !!! შანსი გაქვთ ქართველ გულშემატკივარს სამუდამოდ შეაყვაროთ თავი. უბრალო და რიგითი თამაში არ არის,ხედავთ თუ რა სერიოზულობით ეკიდებიან ამ თამაშს.რუსეთ საქართველოს ომიო, ხედავთ რა პარალელებს ავლებენ.
დიდია კლასში განსხვავება,ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია,ფინანსებზე საუბარი არც ღირს.
ჩვენი უდიდესი ქვეყნის ისტორია უნდა ვანახოთ სტადიონზე,ვინ ვართ და თუ როგორ მოვედით აქამდე.ისე უნდა ვითამაშოთ რომ გაკვირვებულები გადიოდნენ სტადიონიდან.
სტადიონზე იქნება თუ მის გარეთ 100% მხარდაჭერა გექნებათ
რუსლანი
31 აგვისტო 2020 19:39
3
11 გმირი..... და უკაცრავად ჩვენი წინაპრები გმირები გახდებოდნენ, ბავშობიდან ემზადებოდნენ. ესენი??? გჯერათ??? 60 წუთის მერე მინდორზე კოტრიალი და 2-3 წითელი ბარათი ჩხუბისთვის ან ძაან უხეშობისთვის, რომ მერე გაძევებას და მსაჯს დაბრალდეს ყველაფერი.
ლევანი
01 სექტემბერი 2020 08:15
1
წადი შენი! კაკებეშნიკი სტეპაშინი!
მწრთვნელი
31 აგვისტო 2020 19:22
5
რა ფრთხილი და მოზომილი კომენტარები აქვთ,რაღაც თითქოს შეშინებულები არა მაგრამ დაბნეულები არიან,თითქოს რაღაც სიურპრიზს ელოდებიან ქართული გუნდისგან.არადა რეალურად ლოკოს შანსი მიზერულია გუნდების საერთო დონიდან გამომდინარე,თუმცა ფსიქოლოგიური უპირატესობა თუ მოვიპოვეთ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
master
31 აგვისტო 2020 19:20
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული