მოსკოვის "დინამოს" დირექტორი: ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქის, მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა და კლუბის ფაქტობრივმა მმართველმა სერგეი სტეპაშინმა კომენტარი გააკეთა. ცნობისათვის, ადრე სტეპაშინი ფსბ-ს დირექტორი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

"საინტერესო წილისყრაა. რაც უნდა იყოს, 2008 წლის მოვლენების შემდეგ თბილისში არც ერთ ჩვენს გუნდს არ უთამაშია. მართალი გითხრათ, ეს გუნდი საერთოდ არ ვიცი, ვიცი თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო". ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან ტექნიკურები არიან. საქართველოში გულშემატკივართა გავლენის შესახებ - ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები არიან და მხოლოდ ის გადაგვარჩენს, რომ
ისინი სტადიონზე არ იქნებიან.

ყველაფერი ნორმალურად უნდა იყოს! მით უმეტეს, ყურის მოკვრით კი არ ვიცი, რომ რუს და ქართველ ხალხს შორის რა ურთიერთობებიც იყო, ისევე შენარჩუნდა. მიუხედავად ამისა, ეს უბრალოდ ევროპა ლიგის კი არა, არამედ რუსეთ-საქართველოს მატჩია. მე მოსკოვის "დინამოს" წინაშე საკითხს ასე დავსვამდი. იმედია, ასევე მოიქცევა დირექტორთა საბჭო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის იმედი მაქვს.

სერიოზულად მომზადება გვმართებს, რადგან შაბათს "უფასთან" შეხვედრამ გვაჩვენა, რომ არავის დაუფასებლობა არ შეიძლება. ისე ჩანდა, თითქოს "ზენიტის" შემდეგ დიდი ანგარიშით უნდა გაგვემარჯვა, ჩვენ კი ფრეს (1:1) ძლივს მივაღწიეთ. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ", - ციტირებს სტეპაშინს ТАСС-ი.

მკითხველის კომენტარები / 37 /
სულ რომ საქართველოში ფეხბურთი ამის შემდეგ "გადაშენდეს" ეს მატჩი უნდა მოვიგოთ!
კორონიკო!
01 სექტემბერი 2020 14:10
2
სადაც მესის ბარსა 8-2 აგებს აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს,თუ ფეხბურთელებმა თავის წაგებაზე ფული არ დადეს.
adre gaukeTebiaT
01 სექტემბერი 2020 13:57
0
გავრილოვი "სპარტაკის" ბალელშჩიკია ბრატ))
vaxo
01 სექტემბერი 2020 13:09
0
მაგ თამაშს ხო ვიგებთ და მერე ეგრევე ჭიას მეთაურობით ჩავდივართ მოსოვში და კრემლის ვარსკვლავი მოგვაქ)))
gela
01 სექტემბერი 2020 13:07
1
მოსკოვურ დინამოს წამოიხევს ლოკომოტივი კატლეტის ჩეკივით..........
ბეგო
01 სექტემბერი 2020 12:19
2
მეცინება, რამდენად სუსტი და დაკომპლექსებულნი არიან ის ადამიანები, რომლებიც სრულიად უინტერესო, ასე ვთქვათ "ჭ" კლასის დონის, თანაც კერძო კლუბების თამაშის სახელნწიფოებრივ დონეზე აყვანას ცდილობენ. ეს თამაშიც ჩატარდება, ან ერთი მოიგებს, ან მეორე და საერთოდ არაფერ გავლენას არ მოახდენს არაფერზე, გამარჯვებული კლუბის ფეხბურთელების ფინანსური მდგომარეობის გარდა. სპორტი არის თამაში. ჰოდა, ვინც მის სხვა განზომილებაში, მით უმეტეს, სახელმწიფოებრივ დაპირისპირებაში გადაყვანას ცდილობს, ფსიქიური პრობლემები აქვს! თუ "ლოკომოტივს" გულშემატკივრობთ, უგულშემატკივრეთ და ფეხბურთს უყურეთ. რა მნიშვნელობა აქვს, მოწინააღმდეგე რომელი ქვეყნიდანაა!
ზურა
01 სექტემბერი 2020 12:17
3
რუსოფილო,ხმა გაიკმინდე შე მანქურთო!!! სპორტიცა და ნებისმიერი სხვა სფეროც პოლიტიკის განუყოფილი ნაწილია და ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებს ამ ღრუსი ჩინოვნიკის კომენტარი!!!
ზურა-ს
05 სექტემბერი 2020 23:55
0
მაგარი კომენტარებია ))) გენაცვალეთ საშუალო-სტატისტიკურ სუფრებზე ნასწავლ "პატრიოტიზმში" ))))
korben dallas
01 სექტემბერი 2020 11:49
2
ნუ ნერვიულობთ, ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებთ, ქართული სისხლი იყივლებს და ბიჭები საკუთარ თავს გადაახტებიან...
goga
01 სექტემბერი 2020 10:45
1
დინამო მოსკოვი გავრილოვის საყვარელო გუნდია. მიდით ბიჭებო გავამწაროთ გავრილოვი
გიო#8
01 სექტემბერი 2020 10:43
3
ეგ ვინ გითხრა? ზაქარიამ?
საბა
01 სექტემბერი 2020 18:40
1
ფეხბურთელებისგან ერთს მოვითხოვთ შეიძლება ვერ მოიგონ მაგრამ როგორც რაგბისტები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე რომ ბრძოლობენ ისე უნდა იბრძოლოთ თქვენც თორემ ხალხის რისხვას ვერ გადაურჩებით რეალსაც წაუგია მესამე დივიზიონის გუნდებთან მერე რა მოსკოვის დინამო როა იბრძოლეთ თითეული გოჯისთვის!!!!
სამშობლოსთვის
01 სექტემბერი 2020 10:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული