მოსკოვის "დინამოს" დირექტორი: ეს რუსეთ-საქართველოს მატჩია

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქის, მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა და კლუბის ფაქტობრივმა მმართველმა სერგეი სტეპაშინმა კომენტარი გააკეთა. ცნობისათვის, ადრე სტეპაშინი ფსბ-ს დირექტორი, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.

"საინტერესო წილისყრაა. რაც უნდა იყოს, 2008 წლის მოვლენების შემდეგ თბილისში არც ერთ ჩვენს გუნდს არ უთამაშია. მართალი გითხრათ, ეს გუნდი საერთოდ არ ვიცი, ვიცი თბილისის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო". ნებისმიერ შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის ძალიან ტექნიკურები არიან. საქართველოში გულშემატკივართა გავლენის შესახებ - ერთ-ერთი ყველაზე აქტიურები არიან და მხოლოდ ის გადაგვარჩენს, რომ
ისინი სტადიონზე არ იქნებიან.

ყველაფერი ნორმალურად უნდა იყოს! მით უმეტეს, ყურის მოკვრით კი არ ვიცი, რომ რუს და ქართველ ხალხს შორის რა ურთიერთობებიც იყო, ისევე შენარჩუნდა. მიუხედავად ამისა, ეს უბრალოდ ევროპა ლიგის კი არა, არამედ რუსეთ-საქართველოს მატჩია. მე მოსკოვის "დინამოს" წინაშე საკითხს ასე დავსვამდი. იმედია, ასევე მოიქცევა დირექტორთა საბჭო და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის იმედი მაქვს.

სერიოზულად მომზადება გვმართებს, რადგან შაბათს "უფასთან" შეხვედრამ გვაჩვენა, რომ არავის დაუფასებლობა არ შეიძლება. ისე ჩანდა, თითქოს "ზენიტის" შემდეგ დიდი ანგარიშით უნდა გაგვემარჯვა, ჩვენ კი ფრეს (1:1) ძლივს მივაღწიეთ. სერიოზულად უნდა მოვემზადოთ", - ციტირებს სტეპაშინს ТАСС-ი.

მკითხველის კომენტარები / 37 /
ერიჰააააა ქართველებოოო!!! 11 გმირი უნდა გავიდეს მოედანზე,დღევანდელი დღიდან უნდა მოემზადოს ლოკომოტივის თითოეული ფეხბურთელი.კარიერის თამაში იქნება ბიჭებო თქვენთვის !!! შანსი გაქვთ ქართველ გულშემატკივარს სამუდამოდ შეაყვაროთ თავი. უბრალო და რიგითი თამაში არ არის,ხედავთ თუ რა სერიოზულობით ეკიდებიან ამ თამაშს.რუსეთ საქართველოს ომიო, ხედავთ რა პარალელებს ავლებენ.
დიდია კლასში განსხვავება,ჩვენზე გაცილებით ძლიერი გუნდია,ფინანსებზე საუბარი არც ღირს.
ჩვენი უდიდესი ქვეყნის ისტორია უნდა ვანახოთ სტადიონზე,ვინ ვართ და თუ როგორ მოვედით აქამდე.ისე უნდა ვითამაშოთ რომ გაკვირვებულები გადიოდნენ სტადიონიდან.
სტადიონზე იქნება თუ მის გარეთ 100% მხარდაჭერა გექნებათ
რუსლანი
19:39 31-08-2020
3
რაო სპორტი პოლიტიკა არააო? შენგელიას წააკითხეთ ეგ სტატია.
David
19:51 31-08-2020
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული