რუსმა ფანებმა მოსკოვის "დინამოს" დირექტორს უპასუხეს: ქართველები ცუდად არავის ექცევიან, თუ კაცი შენნაირი გან...ნი არაა!

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა გუშინ, 31 აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგის შესახებ განაცხადა, რომ თბილისის "ლოკომოტივისა" და მათი გუნდის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება იქნება, რასაც სხვადასხვა რუსულ საიტზე ფანები გამოეხმაურნენ.

sports.ru-ს მომხმარებელთა უმრავლესობას სტეპაშინის განცხადებაზე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და კომენტარები, რომლებსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს, ასეთია:

"წადი შენი! ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. ეროვნების მიუხედავად, ხალხი ბრწყინვალედ გეპყრობა. ცხადია, თუ ისეთი "განდ...ნი" არ ხარ, როგორიც სტეპაშინია."

"იფიქრა და სრული სისულელე "მო..ვა"! ეს სწორედ
რომ "ლოკომოტივისა" და "დინამოს" დაპირისპირება იქნება და მეტი არაფერი. წერტილი. სპორტი პოლიტიკის გარეშე."

"ამის შემდეგ გაუკვირდებათ, თბილისში "დინამოს" რომ დაუსტვენენ..."

იგივე დამოკიდებულება ჭარბობდა championat.com-ზე კომენტარების ავტორებს შორის:

"სტეპაშინმა ჭაჭა გადაჰკრა, ხინკალიც მიაჭამა და "გაექცა"..."

"ვერ მოაგნო სინამდვილეს?! მაინც რას ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი!"

სხვა სპორტულ გამოცემაშიც სტეპაშინის ფრაზასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის კომენტარები იყო.

მკითხველის კომენტარები / 29 /
დაბრძანდით ახლა რუსეთის მომხრეები და მიირთვით განა.ალი სტეპაშინთან ერთად.
3
სტეპაშინის ბაზარში ხართ ეს არის პუტინზე ორჯერ უარესი მარა აქც რო ომს ადარებენ ამ თამაშს ეს უკვე სტეპაშინისმზკვრული გეგმის ნაწილია
kuxe
22:33 01-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული