რუსმა ფანებმა მოსკოვის "დინამოს" დირექტორს უპასუხეს: ქართველები ცუდად არავის ექცევიან, თუ კაცი შენნაირი გან...ნი არაა!

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა გუშინ, 31 აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შედეგის შესახებ განაცხადა, რომ თბილისის "ლოკომოტივისა" და მათი გუნდის შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება იქნება, რასაც სხვადასხვა რუსულ საიტზე ფანები გამოეხმაურნენ.

sports.ru-ს მომხმარებელთა უმრავლესობას სტეპაშინის განცხადებაზე უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და კომენტარები, რომლებსაც ყველაზე მეტი მოწონება აქვს, ასეთია:

"წადი შენი! ცოტა ხნის წინ ვიყავი საქართველოში. ეროვნების მიუხედავად, ხალხი ბრწყინვალედ გეპყრობა. ცხადია, თუ ისეთი "განდ...ნი" არ ხარ, როგორიც სტეპაშინია."

"იფიქრა და სრული სისულელე "მო..ვა"! ეს სწორედ
რომ "ლოკომოტივისა" და "დინამოს" დაპირისპირება იქნება და მეტი არაფერი. წერტილი. სპორტი პოლიტიკის გარეშე."

"ამის შემდეგ გაუკვირდებათ, თბილისში "დინამოს" რომ დაუსტვენენ..."

იგივე დამოკიდებულება ჭარბობდა championat.com-ზე კომენტარების ავტორებს შორის:

"სტეპაშინმა ჭაჭა გადაჰკრა, ხინკალიც მიაჭამა და "გაექცა"..."

"ვერ მოაგნო სინამდვილეს?! მაინც რას ნიშნავს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი!"

სხვა სპორტულ გამოცემაშიც სტეპაშინის ფრაზასთან დაკავშირებით მსგავსი შინაარსის კომენტარები იყო.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ფეხბურთი ჩემთვის მხოლოდ ფეხბურთია და მეტი არაფერი. ეს არის თამაში, რომლის ყურებიტაც ვერთობი. რა თქმა უნდა, ქართულ კლუბებს და საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ, მოწინააღმდეგის მიუხედავად. ეს არც ომია, არც რაიმე სხვა დაპირისპირება. 11-11 ადამიანი თამაშობს. რა შუაშია საერტოდ პოლიტიკა, მით უმეტეს მოთამაშეებს, არ აინტერესებთ(არც უნდა აინტერესებდეთ) პოლიტიკა, მით უმეტეს, მათ შორის რამდენიმე სხვა ქვეყნების მოქალაქეებია.
კოკა
01 სექტემბერი 2020 12:23
5
სტეპაშინის ბაზარში ხართ ეს არის პუტინზე ორჯერ უარესი მარა აქც რო ომს ადარებენ ამ თამაშს ეს უკვე სტეპაშინისმზკვრული გეგმის ნაწილია
kuxe
01 სექტემბერი 2020 22:33
1
რუსები არ არიან ცუდი ხალხი რუსებს უკვარს საკარტველო პუტინი და მისი პოლიტიკა არ მინდა ჰევიგინო დამბლოკავტ
siropias gogo
01 სექტემბერი 2020 12:07
8
ჯერ ერთი სპორტი პოლიტიკაში არ უნდა ავურიოთ, ჩვენ, ქართველებმა. სტეპაშინი ხომ არა ვართ. მეორე გამსახურდია, კოსტავა და ქართველი პატრიოტები იმისათვის არ იბრძოდნენ ჩვენი დედაქალაქი მოსკოვიდან ვაშინგტონში და ბრიუსელში რომ გადაეტანათ. თუ ჭირია, ქართველი კაცი ამბობს შეჩვეული სჯობს შესაჩვევსო და მესამე, მოსკოვი ყველა იმპერატორის ხელში მოსკოვია, კი გყავდათ ქართველები იქ, მაგრამ მათ ხელში, რომ საქართველო დაიჩაგრა, ისე არც ერთი იმპერატორის ხელში არ დაჩაგრულა. ასე, რომ პუტინს არაფერი დააბრალოთ, ვინც არ უნდა დაჯდეს კრემლში ყველა სტლინი და პუტინი იქნება საქართველოსთვის, ანუ ჩვენ უნდა მოვუძებნოთ გასაღები ჩვენს წინ მდგარ პრობლემებს და არ ველოდოთ კრემლში როდის დაჯდება ხვთინიერი კაცი.
ჟორა
01 სექტემბერი 2020 20:13
8
დაბრძანდით ახლა რუსეთის მომხრეები და მიირთვით განა.ალი სტეპაშინთან ერთად.
888
05 სექტემბერი 2020 13:22
3
ლოკომოტივის ყველა ფეხბურთელი,რომლებიც მოედანზე გავლენ და მოსკოველების წინააღმდეგ ითამაშებენ,აუცილებლად ქვეყნის მოღალატეებად და ამხ. პუტინის აგენტებად უნდა გამოცხადდენ.აბა, ლექსო თოფურია,გიორგი ყიფიანი და გიორგი ჭიაბრიშვილი,რომ პუტინის მამალი აგენტები არიან უკვე გასული საუკუნის 70-ანი წლებიდანაა ცნობილი. უნამუსოები! სააკ....ს ამდენ შრომას როგორ ყრიან წყალში. კაცმა ძლივს ჩამოხსნა ნიღაბი რუსებს,მერე იმხელა ომი მოუგო,საქართველოდან კუდით ქვა ასროლინა და ეს უბადრუკები ასე უფასაბენ? უმადურებო!
დ.დ.
01 სექტემბერი 2020 22:25
27
მთავარსარდალი გორში რომ მიწას მიეკრა სამშობლოს დასაცავად ეგ არ არის მოხსენიების ღირსი??:))))))))
Eksperti
02 სექტემბერი 2020 10:12
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული