საქართველოს ნაკრები მეორე ჯგუფში, მესამე პოზიციით საფრანგეთსა და რუსეთთან ერთად იასპარეზებს, რომელთაც სომხეთისა და ბულგარეთის წყვილის გამარჯვებულიც დაემატება.
შეხვედრები 2020 წლის 6 დეკემბრიდან 2021 წლის 14 აპრილამდე გაიმართება. მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ, სახლი-გასვლით მატჩში დაუპირისპირდებიან, რაც ფუტსალის საერთაშორისო ფორმატისთვის სიახლეა.
ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც ნიდერლანდები უმასპინძლებს, 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მასპინძელი ნიდერლანდების გარდა, 8 ჯგუფის გამარჯვებული და 6 საუკეთესო მეორეადგილოსანი ფინალური ეტაპის საგზურს ავტომატურად მოიპოვებს, ხოლო დარჩენილი ერთი
"შესაძლოა ითქვას, რომ ყველაზე რთული ჯგუფი შეგვხვდა, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბულგარეთისა და სომხეთის წყვილში, დიდი ალბათობით, სომხეთი გაიმარჯვებს, რადგან ბევრად ძლიერი ნაკრები ჰყავს. ანგარიშგასაწევი ძალა ვართ და აუცილებლად ჯგუფიდან გასასვლელად ვიბრძოლებთ, 3-4 ქულას არ დავჯერდებით. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და პირდაპირ გამსვლელ ორ გუნდში მოვხვდეთ", - განაცხადა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს შემდეგ თარიღებში გამართავს:
6-9 დეკემბერი (2020)
25 იანვარი-3 თებერვალი (2021)
1-10 მარტი (2021)
5-14 აპრილი (2021).
წყარო: SBM.ge