"შემძრომი ქართველი" - წიტაიშვილი "დინამოს" ფანებმა გააკრიტიკეს

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა გუნდის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუსა და კლუბის ფანებს შორის არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა და გულშემატკივრებისაგან კრიტიკაც დაიმსახურა.

"ძალიან მწყდება გული ფანების გამო, ჩვენ ხომ ფეხბურთს მათთვის ვთამაშობთ. გვინდა, რომ ისინი სტადიონზე მოვიდნენ, ტრიბუნები გაავსონ და მხარი დაგვიჭირონ. ხშირად ხდება, რომ მოედანზე რაღაცები არ გამოგდის, პუბლიკის დახმარებით კი უკეთ იწყებ თამაშს.

ძალიან მწყდება გული, რომ ასე მოხდა, თუმცა ყველას აქვს უფლება იფიქროს ის, რაც სურს. ჩვენ, "დინამოს" ფეხბურთელები ვაცნობიერებთ, რომ ლუჩესკუს მოყვანა მოთამაშეებისა და კლუბისათვის მომგებიანი გადაწყვეტილებაა.

რადიკალური ცვლილებები საჭიროა ხოლმე. როგორც იგორ სურკისი იტყოდა, ჩვენი გული "დინამოსთვის" ძგერს, ახლა კი ასეთი გამოცდილი ადამიანი მოვიდა, რომელიც კლუბს ძალიან ბევრს მისცემს. პანდემიის გამო ცარიელი ტრიბუნების ფონზე ისედაც ბევრი შეხვედრა ჩავატარეთ, ახლა კი გვინდა ფანები მოვიდნენ, მათი გვერდით ყოფნა გვაკლია.

თუ საჭირო გახდა, ლუჩესკუს დავიცავთ. მე გუნდის კაპიტანი არ ვარ და იქ არ ვყოფ ცხვირს, რაც ჩემი საქმე არაა. მე ახალგაზრდა მოთამაშე ვარ, სხვა პრობლემები და მიზნები გამაჩნია. არიან უფრო ზრდასრული მოთამაშეები: ბოიკო, სიდორჩუკი, ბუიალსკი, რომლებმაც ეს საკითხი უნდა განიხილონ. არ ვიცი, იქნებ ამ თემაზე დიალოგი უკვე შედგა კიდეც", - განაცხადა გიორგიმ.

წიტაიშვილის კომენტარს კი "დინამოს" ფანების უკმაყოფილება მოჰყვა. წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი მკაცრად გააკრიტიკეს ყველა უკრაინულ სპორტულ საიტზე, ხოლო ua-football.com-ის მომხმარებელმა "შემძრომი ქართველი" უწოდა და კომენტარს ერთ-ერთი ყველაზე მეტი მოწონება ჰქონდა (ასევე, "დისლაიქი").

altეს დამპალი საქციელია - წიტაიშვილმა თანანაკრებლის მიერ თანანაკრებლისათვის გოგონას "აწაპვნაზე" კომენტარი გააკეთა

altგიორგი წიტაიშვილმა ლუჩესკუს რევერანსი გაუკეთა

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს უფრო მეტს ლაპარაკობს ვიდრე მოედანზე აკეთებს რამეს, სამშობლოს მიმართ დამოკიდებულებას რომ თავი დავანებოთ. კლასიკური ღამურაა, ჩვენთვის ქართველი აღარაა და უკრაინელებისთვის მაინც "ქართველად" რჩება
Valderrama
12:01 04-09-2020
3
ქართველი არა კვახი. :დ ეგ კარგი მაგრამ სულ ეს რატო ლაპარაკობს მაგ კლუბიდან.ცხვირს ყოფს და ამას მალე გაუშვებენ მაქედან და მოვამ ერე უძღები ძე და დაიწყებს ქვითინს.ძირითადში ვერ ხვდები შვილო და რამდენ კომენტარს აკეთებ უკვე რა იყო რა ხდება
აბგდ
12:09 04-09-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული