მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: ამ თამაშს საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებად არ აღვიქვამთ

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრის წინ მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში 17 წუთის დაგვიანებით მოსვლის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით, აქაური სტუმართმოყვარეობით.

მოწინააღმდეგეზე სრული ინფორმაცია გვაქვს, ბიჭებმა ყველაფერი იციან. ჩვენთვის ცნობილია "ლოკომოტივის" ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. მათზე ახლა არ ვილაპარაკებთ. ვნახოთ, ხვალ რა იქნება.

პოლიტიკაში ცხვირს არ ვყოფთ, საქართველოში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით. ასე რომ, სპორტისაგან შორს მყოფი განცხადებების შესახებ ვერაფერს ვიტყვი, ამ თამაშს საქ
ართველოსა და რუსეთის დაპირისპირებად არანაირად არ აღვიქვამთ.

ფეხბურთი კონტაქტური სპორტია, ჩვენ ვიბრძვით, თუმცა უხეშად არასდროს ვთამაშობთ. შესაძლოა, ხისტი მოქმედებები იყო, თუმცა ჩვენი ფეხბურთელები განზრახ ასე არასდროს იქცევიან.

მამაჩემს ამ პრესკონფერენციაზე შემოსვლის წინ ვესაუბრე. ბევრი რამ მითხრა, მაგალითად, როცა მოსკოვის "დინამო" საქართველოში ევროთასების შეხვედრებს ატარებდა, ადგილობრივი პუბლიკა ისე უჭერდა მხარს, როგორც თავიანთ ფეხბურთელებს. ხვალ, იმედია, არა მე, არამედ ჩემს გუნდს დაიმახსოვრებენ.

მიმაჩნია, რომ ხვალინდელ თამაშში ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, ყველა მატჩი 0:0-დან იწყება და შესაბამისად, გუნდებს გამარჯვების მოპოვების თანაბარი შესაძლებლობა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
და მერე იწუწუნებს, ძირითადი ფეხბურთელი გვაკლდა, ფორმაში ჩადგომა ვერ მოასწრეს, ამინდმაც ხელი შეუშალა, პლანეტების განლაგებაც ცუდი იყო, მაგრამ არავითარი მისი შეცდომა, ან მეტს რომ ვერ ქაჩავს, მაქსიმუმ უბნის კამანდას ჩაუყენო მესამე მწვრთნელად, ისეთ თანამდებობაზე უნდა გაუშვა, ნათლუღის ბაზარში პარკების გამყიდველის მესამე მოადგილეობას რომ უდრის...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
17 სექტემბერი 2020 19:09
0
რაღაც კლუბი კი არა, საქართველო-რუსეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებასაც მხოლოდ ფეხბურთის თამაშად აღვიქვამ და საერთოდ არ ვუყურებ პოლიტიკურ ჭრილში. კი ბატონო, თუ ამ თამაშზე აფხაზეთის, ან სამაჩაბლოს ფსონი იქნება, გადავიტან პოლიტიკაში. აბა, სხვა შემთხვევაში, რით დავუკავშირო. რომ მოვიგოთ რა, გულს მოიფხანთ:)?! მოკლედ, რეალობას მოწყვეტილი, უმეტესად, წარუმატებელი ადამიანებისთვის უკავშირებენ ყველაფერს პოლიტიკას. რეალურ სამყაროში მყოფთათვის, სპორტი მხოლოდ სპორტია და მეტი არაფერი.
გიო
17 სექტემბერი 2020 14:52
1
Saertod gamosulelda chveni xalxi. Mogebas ar gtxovto, itamasheto.
Mogeba gvinda,aba lamazi tamashi sh.....t , saertod ,aba ra xdeba qartul fexburtshi.
ვალერი
17 სექტემბერი 2020 10:09
2
ახალ გამოჩნდება ჭიაბერაშვილის უნარები და საწმრთვნელო აზროვნება და სწორად წარმართვა პროცესის არა იმ თხოვს აუცილებლად მოგებას წესიერი გამართული ფეხბურთი ათამაშოს გუნდი მთავარი ა არ შევრცხვეთ და თავაწეულებმა დავტოვოთ მოედანი. წარმატებები უფალი გიფარავდეთ
კახა
17 სექტემბერი 2020 02:59
0
ჰანდიკაპით მოგვიგებენ სამწუხაროდ (( 0:4 ან 0:5 მგონია (((
რომელუ
17 სექტემბერი 2020 00:51
19
ცვეტში ვანგა ხარ დდდდდდდ
Nick
18 სექტემბერი 2020 01:32
0
ჩვენი ტელევიზია აჩვენებს?
papa
17 სექტემბერი 2020 00:07
1
სილკ უნივერსალი
a.a.
17 სექტემბერი 2020 01:25
0
არავის არ ეგონოს რამე ანტიპატია ან აგრესია მქონდეს ამათთან. გულწრფელად გეუბნებით - პატივს ვცემ ამ გუნდსაც და მწვრთნელსაც, სპორტსმენები არიან, პროფესიონალები და თავის სამშობლოს წარმოადგენენ. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველა კარგ საქმეში, მაგრამ ბიჭებო ხვალ დაახიეთ ამათ ბურთი თავზე რა. რას ტრიპაჩობენ ესენი :)) აზრზე არ არიან რა არის ფეხბურთი
გადასარევი გიორგი
16 სექტემბერი 2020 23:51
4
ამათ რა ენაღვლებათ ჩვენ კიარა ამათ აქვთ ჩვენი მიწები ოკუპირებული და ამათ გამო იტანჯება 100 ბით ათასი ქართველი ლტოლვილი და ომების შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახები ჩვენთვის არის დიახ რუსეთ საქართველოს დაპირისპირება და ლოკოს ბიჭებმა ყველაფერი უნდა ჩადონ ამ თამაშში იბრძოლონ ბოლომდე და ადვილი გასეირნება არ უნდა ჰქონდეს აქ დინამო მოსკოვს.
გელა
16 სექტემბერი 2020 23:49
13
რუსების ...... ! მაგრამ , რაც გვჭირს , ჩვენით გვჭირს - ჩვენი ტრაბახით , არა პროფესიონალიზმით , სამშობლოს არა საკმარისი სიყვარულით , მუდამ სხვის ხელებში შემყურეობით და ნუ ვაბრალებთ რა ყველაფერს სხვას . წარმატებები ბიჭებს !
zaza
17 სექტემბერი 2020 14:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული