თბილისის "დინამოს" მეტოქეს კორონავირუსისა და ტრავმების გამო 14 ფეხბურთელიღა დარჩა

AutoSharing Option
დღეს თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რექსემში "ქონას ქი ნომედსს" დაუპირისპირდება.

მეტოქე კლუბი თავისი საიტით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და იტყობინება, რომ ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კერძოდ, სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა, ერთის ტესტის პასუხი კი საეჭვოა. ოთხივე მოთამაშე იზოლირებულია.

კლუბმა საქმის კურსში უმალ ჩააყენა უეფა და თამაშის ჩატარების ნებართვა მიიღეს. თუმცა, ჰყავთ კიდევ ტრავმირებულები და განაცხადში მხოლოდ 14 ფეხბურთელს შეიყვანენ. უელსელები აცხადებენ, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ბოლომდე იბრძოლებენ.

მატჩი "რეისქურს გრაუნდზე" თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ კორონავირუსი გაჩნდა გუნდში, უეფას ახალი რეგულაციებით თუკი ინფივცირებულ კლუბს თამაშის ნებართვას აძლევენ, ამის გასაჩივრება უფლება აქვს მოწინააღმდეგე კლუბს.
მაგ გუნდში მინიმუმ 3-4 ფეხბურთელს აქვს კორონავირუსი. სხვებთა ერთად ვარჯიშობდნენ და დიდი ალბათობით - გუნდში დარჩენილებსაც გადადებული აქვთ, უბრალოდ სიმპტომები არ დაწყეებიათ ან ეხლა ეწყებათ. აი ასეთსიტუაციაში მყოფ გუნდს უნდა ვეთამაშოთ. შესაბამისად საინტერესოა - დინამოს მენეჯმენტმა თუ მიიღო რამე ზომები ამ მხრივ?
სამართალმცოდნე
12:19 17-09-2020
0
წარმატებები დინამოს და ლოკომოტივს
picaso
11:10 17-09-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული