თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
მადლობა ბიჭებო !!!
შოთიკო
18 სექტემბერი 2020 08:25
0
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! ძალიან ემოციური წუთები გვაჩუქეთ, რომლებსაც მე პირადად არასდროს დავივიწყებ. ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ისეთ გუნდს ამარცხებ, მატჩამდე თითქმის 90% მაყურებლის მასთან დამარცხებაში რომ იყო დარწმუნებული. გია ჭიაბრიშვილმა მისი დონე ჯერ კიდევ "ზესტაფონში" მუშაობისას აჩვენა, მერე "საბურთალოში", ახლა კი დაამტკიცა, რომ კიდევ უფრო გაზრდილა. მადლობა "ლოკოს" ყველა ფეხბურთელს და სტაფის წევრს ამ სიხარულისთვის! გაიხარეთ!!!
klimenti
18 სექტემბერი 2020 08:01
0
ჩემთან დენი არ იყო ( ცვლიან სადენებს მტელ უბანში) და ვერ ვუყურე თამაშს. ჩემი მთვრალი მეზობელი დვიჟოკზე უყურებდა და გოლი რომ გაიტანეს ჩვენებმა ორივეჯერ კაი გვარიანად გაუწყრა ფეხბურთელებს, ხოლო მოსკოველების პენალტზე დიდი ოვაციები გამოხატა და ცოტა დაგრჩათ ბიჭებო იქნებ დამატებით დროში გადავიდეთო, 2:1 რომ დამთავრდა ანგარიიში მერე ყველაზე გაბრაზდა, მთავრობაზე, ოპოზიციაზე და პუტინზეც, ცოლზეც, დილით რომ გაიღვიძა მეუბნება რავა წავაგეთ რუსებთან არადა რა კარგად ვითამაშეთო (თურმე გუნდები აერია), მე რომ ვუთხარი მოვიგეთთქო არ დამიჯერა და 5 კაციანი პურმარილი წავაგებიე, მერე დღევანდელი სპორტული გაზეთი წავაკითხე და ძალიან გაეხარდა, ბოლოს თავის თავზე გაწყრა.
გიო
18 სექტემბერი 2020 07:31
0
:) კარგი იყო. ცხონებულ კოტე მახარაძეს მიჰყავდა ერთხელ მანჩესტერი - ბავარიის შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე. უკვე კარგად იყო მობერებული, მატჩის დასაწყისში აიჭრა და მანჩესტერელებს ბავარიელებს ეძახა და პირიქით მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში. ასე რო, ხდება ხოლმე.
გიგლია
18 სექტემბერი 2020 11:29
1
დიდი მადლობა ამ დიდი ბედნიერებისთვის!!!!!!!!
სტიგ
18 სექტემბერი 2020 06:17
0
მადლობა ბიეჭებო. ძალიან გაგვახარეთ. წარმატებები!
ირაკლი
18 სექტემბერი 2020 03:12
3
მადლობა ლოკომოტივს, მის ფეხბურთელებს მწვრთნელს და საერთოდ ყველას ვისი დამსახურებაც არის ეს სიხარული. ყველა მეტად გამიხარდა ,რომ ფეხბურთით მოვიგეთ, რომ ჩვენი ბიჭები ფუხბურთს უბერავდნენ გულიანად. ეგრე გააგრძელეთ, თამამები ოყავით, არც ერთი გუნდის ტიტულებმა და ფინანსებმა არ შეგაშინოთ, წლებია ბურთით თამაშობთ თქვენც და სხვებიც, მთავარია თავხედურად, თამამად ითამაშოთ ფეხბურთი !!! მადლობა კიდევ ერთხელ
Lasha19
18 სექტემბერი 2020 01:26
1
ალბანეთის ტირანა ვის შეხვდა გამაგებინეთ?!! ვერსად ვნახე
კობა
18 სექტემბერი 2020 01:18
4
ტირანამ ცრვენა ზვეზდასთან წააგო 0-1 სახლში
D
18 სექტემბერი 2020 09:41
0
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ საკვალიფიკაციოზე ცრვენა ზვეზდასთან წააგო 0-1, მერე ევროპა ლოგის მესამე საკვალიფიკაციოზე ორ იღბლიან გუნდში მოხვდა რომელიც დაასვენეს და პირდაპირ ევროპა ლიგის პლეიოფშია, სასაცილო ისაა რომ თბილისის დინამოს შეიძლება კიდევ შეხვდეს
თორნიკე
18 სექტემბერი 2020 09:24
0
ყველა გამოხმაურება
კარგა ხანია ასე არაფერი გამხარებია...უღრმესი მადლობა მთელ გუნდს...არ შემიძლია არ აღვნიშნო, ეს რა მეკარე გვეზრდება, საოცრებები ჩაიდინა...ასე გააგრძელეთ, თავდადებით,სასიამოვნოდ გაგვაკვირვეთ კიდევ არაერთხელ.
emigranti
18 სექტემბერი 2020 01:01
1
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო თქვენ გაიხარეთ! თამაშს არ მიყურებია უბრალოდ ვუყურებდი ტექსტობრივ ანგარიშს თანაც მოსკოვში ვარ. ასეთი სიხარული არ განმიცდია დიდი ხანია. ყოჩაღ ბიჭებს რომ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა. დღეიდან ლოკომოტივის ფანი ვარ. არც დინამო და არც საბურთალო აღარ მაინტერესებს!
დავით 67
18 სექტემბერი 2020 00:54
6
ვერ ვხვდები ჩემ კომენტარს რატომ უნდა დაუსვა დისლაიქი! ერთს ვიტყვი ვისაც ლოკოს მოგება არ გაგიხარდათ თქვენი დედები...
დავით 67
18 სექტემბერი 2020 01:32
3
მოსკოველებო გული არ გაიტეხოთ, თბილისის დინამომ მოიგო თქვენს მაგივრად ))))) დინამო ხო დინამოა
Megreli
18 სექტემბერი 2020 00:35
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული