მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა თბილისის "ლოკომოტივთან" განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"თამაში ჩვენი უპირატესობით მიმდინარეობდა, მეტოქე დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლას ცდილობდა. ჩვენი მომენტები ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ დავმარცხდით.

კარგი გუნდია "ლოკომოტივი", სწრაფი, ტექნიკური, მებრძოლი კოლექტივი. სერიოზულად მივუდექით მათ, ვერ ვიტყვი, რომ სათანადოდ არ დავაფასეთ მეტოქე, პირიქით.

ჩვენ მოსაგებად ჩამოვედით, შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, დაცვაში ხან მოწინააღმდეგემ დაგვაშვებინა შეცდომა, ხან ჩვენ დავუშვით", - განაცხადა ნოვიკოვმა.

აღსანიშნავია, რომ მოსკოველთა დამრიგებელმა საპრესკონფერენციო დარბაზის დატოვებამდე
თბილისის "ლოკომოტივს" მომავალ დაპირისპირებაში წარმატებები უსურვა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ხომ გითხარ მოგხსნიან მეთქი? :D
roma bejanidze
11:36 18-09-2020
1
მტერს არ ვუსურვებ ნოვიკოვის ადგილზე ყოფნას, ხოლო ჭიაბრიშვილის ადგილზე ყოფნას, ყველა ქართველ მწვრთნელს.
ჟორა
09:58 18-09-2020
0

სიახლეები პოპულარული