გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.
თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.
აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.
დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!
გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.
თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე
დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო
მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
მკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან
ყოჩაღ კი არა მართლა ყოჩაღ ბიჭებსაც, მწვრთნელსაც და მენეჯმენტსაც. მადლობა და ბოდიში. ბოდიში იმ გულშემატკივარსაც ვისაც ჯეროდა და მე ვაქილიკებდი ... ნეტავი სულ ასე სასიამოვნოდ ვცდებოდე ხოლმე ცხოვრებაში :))) საღოლ ბიჭები მაგარი საღამო გვაჩუქეთ
ფეხბურთში და საერთოდ სპორტში სულ არაფრისგან დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელია,თუ რა თქმა უნდა არ ჩაერია მაფია და არ იქნა ნამაიმუნები,როგორც თბილისის ლოკომოტივის შემთხვევაში მოხდა!
რატომ გვავიწყდება ახლოწარსულში თბილისის საბურთალოს სენსაციუური გამარჯვება 3-0 მოლდოვის შერიფთან სტუმრად და შემდგომში რა სამარცხვინო დასასრული მოჰყვა სომხეთის არმენიასთან??? იგივე დადგმული სცენარით მიმდინარეობს თბილისის ლოკომოტივის ეგრეთწოდებული წარმატებული გამოსვლა ევროტურნირებში.
ბოლო ბოლო ხომ უნდა მივხვდეთ,რომ ეს ყველაფერი კეთდება გამიზნულად რუსთის მოსახლეობის წინააღმდეგ,მათთვის დიდ ფულის წართმევის მიზნით ტოტალიზატორის საშუალებით...!!!
მეცინება ამას რომ ვწერ - დიდი წარმატებაა დღეს მოსკოვის დინამოს დონის გუნდის დამარცხება ისეთი დონის გუნდის მიერ,როგორიც საბურთალოს მსგავსი თბილისის ლოკომოტივია!!!
პრინციპული მატჩი მოგებულია! გ ე ნ ა ც ვ ა ლ ე თ !!!
არ უნდა დაგემართოთ დინამოსავით. რა საზიზღრობა ითამაშა დინამომ , ეს რა იყო ა? სირცხვილი იქნება ესენი ჯგუფურზე გავიდნენ და თქვენ ვერა.
წარმატებები ლოკოს!