გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.
თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.
აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.
დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!
გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.
თბილისი. „მიხეილ მესხი 2“
ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)
ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე
დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო
მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
მკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან
ხალხო,ბოლო ბოლო ვერ უნდა მიხვდეთ,რომ დღევანდელ ფეხბურთს და მთლიანად სპორტს მაფია და ტოტალიზატორი აკონტროლებს? ყველას,კიდევ ერთხელ გიმეორებთ - რატომ გავიწყდებათ ახლო წარსულში საბურთალომ რა გააკეთა??? და თქვენ რა, გგონიათ ამით დღეს მორჩა და დამთავრდა ყველა პრობლება? არა მეგობრებო,მაფიის სპორტში ჩარევა ჯერ არ დამთავრებულა,კიდევ იგივე მეორდება თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოს ამასწინანდელი ევროპა ლიგის მატჩის შემთხვევაშიც, მომავალშიც კიდევ აუცილებლად გაგრძელდება.ეს მაფიის სამსახურია და თავის საქმეს ხომ არ შეწყვეტენ? .
50 წელზე მეტია ფეხბურთს ვქომაგობ.დიდი ხანია,1970 წლებიდან ვაკვირდები გარიგებულ თამაშებს.ალბათ გაიხსენებთ,მრავალი ფეხბურთის გუშემატკივარი - 1978 წლის მსოფლო ჩემპიონატის მატჩს არგენტინისა და პერუს შორის.ალბათ იმასაც გაიხსენებთ, რომ ლობანოვსკის ეძახდნენ თამაშების პირველ ჩამწყობს.გირჩევთ კარგად დაუკვირდეთ და კარგად გაანალიზოთ თუ რა ხდება და რატომ ხდება.მოგაწოდებთ ჩემს აზრს,თუ რა მოხდა ჯერ კიდევ თბილისის საბურთალოს შემთხვევაში.როგორც ჩვენში აფხაზეთი და სოხუმი, რუსეთის ფედერაციის დღევანდელი მთავრობის აზრით ქალაქი ტირასპოლი არა მოლდოვის,არამედ დნესტრისპირეთის დამოუკიდებელი,სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქია.აქ ძირითადად რუსები ცხოვრობენ და რა გასაკვირია რომ მთელი რუსეთი ქომაგობდეს საფეხბურთო გუნდს ტირასპოლის შერიფს. რუსეთის ფედერაციაში კი როგორც ვიცით დიდი ფულია,აზარტული მოთამაშეებიც ბევრნი არიან.მოდი გავშიფროთ საბურთალომ რატომ მოიგო 3-0 გასვლაზე შერიფთან (ნაღდი თამაში რომ ყოფილიყო,მაფიის ჩარევის გარეშე,დიდი ალბათობით პირიქით მოხდებოდა,საბურთალო ამ თამაშს მინიმუმ 0-3 წააგებდა,რადგან შერიფი საბურთალოს,გაცილებით აღემატება როგორც ბიუჯეტით ასევე ფეხბურთელების შერჩევითა და კლასით) შერიფის მიერ ამ მატჩის 0-3 არ წაგებაზე უამრავი ფული დაიდებოდა რუსეთში!!! იგივე ითქმის თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოზე,რომ დინამო მოსკოვის არ წაგებაზე რუსეთში ძალიან დიდი ფული დაიდობოდა!!!
P.S.მთელი მსოფლიო დიდი ხანია ტოტალიზატორში ყომარზეა გადასული,ზუსტად ეს განაპირობებს ფეხბურთში და საერთოდ სპორტში დაუჯერებელ მოვლენებს,რაზეც უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. საზოგადოების დიდ ნაწილს,აზარტული თამაშების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო არ სურთ ამ თემაზე საუბარი, ყურადღების გამახვილება.მერწმუნეთ,რომ თქვენ მცდარი შეხედულება გაქვთ ამ საჭირბოროტო საკითხის მიმართ.ეს პრობლემა მეტად სერიოზულია.
ეს ხომ პუტინის რუსეთს აწყობს...!!! მოსკოვის დინამო კი რუსეთის გუნდია.ხოდა,შენ ხარ ჩემი ბატონი,ყველაფერი პუტინის და ბიძინას დაგეგმილი სცენარის მიხედვით მიმდინარეობს!
ფეხბურთში და საერთოდ სპორტში სულ არაფრისგან დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელია,თუ რა თქმა უნდა არ ჩაერია მაფია და არ იქნა ნამაიმუნები,როგორც თბილისის ლოკომოტივის შემთხვევაში მოხდა!
რატომ გვავიწყდება ახლოწარსულში თბილისის საბურთალოს სენსაციუური გამარჯვება 3-0 მოლდოვის შერიფთან სტუმრად და შემდგომში რა სამარცხვინო დასასრული მოჰყვა სომხეთის არმენიასთან??? იგივე დადგმული სცენარით მიმდინარეობს თბილისის ლოკომოტივის ეგრეთწოდებული წარმატებული გამოსვლა ევროტურნირებში.
ბოლო ბოლო ხომ უნდა მივხვდეთ,რომ ეს ყველაფერი გამიზნულად კეთდება რუსთის მოსახლეობის წინააღმდეგ,მათთვის დიდ ფულის წართმევის მიზნით ტოტალიზატორის საშუალებით...!!!
მეცინება ამას რომ ვწერ - დიდი წარმატებაა დღეს მოსკოვის დინამოს დონის გუნდის დამარცხება ისეთი დონის გუნდის მიერ,როგორიც თბილისის ლოკომოტივია!!!
გთთხოვთ არ დაბლოკოთ
ცრემლები მომადგა თამაშის ბოლოს აივანზე მყოფი 10ოდე ქართველი, დროშებით შორიდან რომ ეფერებოდა ჩვენ ბიჭებს!
1. არ ყოფილა ეს საქართველო - რუსეთის თამაში და ვაიპატრიოტებო და ურაპატრიოტებო თქვენს რეალურ საქმეს მიხედეთ და თუ ჩვენი ქვეყნის მომავალი გინდათ მეტი იშრომეთ: სხვისი გინებით ქვეყანა არ შენდება;
2. ლოკომოტის მოგება არ ნიშნავს რომ ქართული ფეხბურთის პრობლემები მოგვარებულია: კვლავაც დიდი კორუფციული სქემებია ქართულ ფეხბურთში. ნებისმიერი დამალული ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა და ფეხბურთის ფედერაცია არ ამჟღავნებს ფინანსებთან დაკავშირებით ჩვეულებრივ კორუფციული გეგმის ნაწილია. მაგალითად, თუ ვინმემ იცით ვაისის ხელფასი იქნებ გამიმჟღავნოთ?
კიდევ ბევრის წერა შეიძლება იმაზე თუ რა ხდება ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ვფიქრომ ყველამ ყველაფერიი ვიცით და
ღრუსებს გადავუარეთ და მათი მწვრთნელი აგონიაში ჩავაგდეთ და პრესკომფერენციაზე ბჟუტური დაიწყო. კარგი დღე არ ელის :D :D