თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
გამოდიხართ აქ ვაი პატრიოტები და პრობლემისადმი თქვენი დაუკვირვებლობით და ვერ გაგებით აბოთავებთ საზოგადოებას!!!

ხალხო,ბოლო ბოლო ვერ უნდა მიხვდეთ,რომ დღევანდელ ფეხბურთს და მთლიანად სპორტს მაფია და ტოტალიზატორი აკონტროლებს? ყველას,კიდევ ერთხელ გიმეორებთ - რატომ გავიწყდებათ ახლო წარსულში საბურთალომ რა გააკეთა??? და თქვენ რა, გგონიათ ამით დღეს მორჩა და დამთავრდა ყველა პრობლება? არა მეგობრებო,მაფიის სპორტში ჩარევა ჯერ არ დამთავრებულა,კიდევ იგივე მეორდება თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოს ამასწინანდელი ევროპა ლიგის მატჩის შემთხვევაშიც, მომავალშიც კიდევ აუცილებლად გაგრძელდება.ეს მაფიის სამსახურია და თავის საქმეს ხომ არ შეწყვეტენ? .

50 წელზე მეტია ფეხბურთს ვქომაგობ.დიდი ხანია,1970 წლებიდან ვაკვირდები გარიგებულ თამაშებს.ალბათ გაიხსენებთ,მრავალი ფეხბურთის გუშემატკივარი - 1978 წლის მსოფლო ჩემპიონატის მატჩს არგენტინისა და პერუს შორის.ალბათ იმასაც გაიხსენებთ, რომ ლობანოვსკის ეძახდნენ თამაშების პირველ ჩამწყობს.გირჩევთ კარგად დაუკვირდეთ და კარგად გაანალიზოთ თუ რა ხდება და რატომ ხდება.მოგაწოდებთ ჩემს აზრს,თუ რა მოხდა ჯერ კიდევ თბილისის საბურთალოს შემთხვევაში.როგორც ჩვენში აფხაზეთი და სოხუმი, რუსეთის ფედერაციის დღევანდელი მთავრობის აზრით ქალაქი ტირასპოლი არა მოლდოვის,არამედ დნესტრისპირეთის დამოუკიდებელი,სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქია.აქ ძირითადად რუსები ცხოვრობენ და რა გასაკვირია რომ მთელი რუსეთი ქომაგობდეს საფეხბურთო გუნდს ტირასპოლის შერიფს. რუსეთის ფედერაციაში კი როგორც ვიცით დიდი ფულია,აზარტული მოთამაშეებიც ბევრნი არიან.მოდი გავშიფროთ საბურთალომ რატომ მოიგო 3-0 გასვლაზე შერიფთან (ნაღდი თამაში რომ ყოფილიყო,მაფიის ჩარევის გარეშე,დიდი ალბათობით პირიქით მოხდებოდა,საბურთალო ამ თამაშს მინიმუმ 0-3 წააგებდა,რადგან შერიფი საბურთალოს,გაცილებით აღემატება როგორც ბიუჯეტით ასევე ფეხბურთელების შერჩევითა და კლასით) შერიფის მიერ ამ მატჩის 0-3 არ წაგებაზე უამრავი ფული დაიდებოდა რუსეთში!!! იგივე ითქმის თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოზე,რომ დინამო მოსკოვის არ წაგებაზე რუსეთში ძალიან დიდი ფული დაიდობოდა!!!

P.S.მთელი მსოფლიო დიდი ხანია ტოტალიზატორში ყომარზეა გადასული,ზუსტად ეს განაპირობებს ფეხბურთში და საერთოდ სპორტში დაუჯერებელ მოვლენებს,რაზეც უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. საზოგადოების დიდ ნაწილს,აზარტული თამაშების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო არ სურთ ამ თემაზე საუბარი, ყურადღების გამახვილება.მერწმუნეთ,რომ თქვენ მცდარი შეხედულება გაქვთ ამ საჭირბოროტო საკითხის მიმართ.ეს პრობლემა მეტად სერიოზულია.
....
22 სექტემბერი 2020 13:44
3
რომ გაიგიჟეს თავი ვისთან წავაგეთო, ესეთი გუნდიდან არის მისული კვარაცხელია, მთელ მაგათ პრემიერ ლიგას რომ აწიოკებს
გიორგი
19 სექტემბერი 2020 14:26
1
საქართველოში ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები,ქვეყნის მმართველ პარტიას არჩევნების წინ სჭირდება ასეთი ყალბი გამარჯვებები,რომ ხალხი ამაღლებული გრძნობით მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ქოცებს!
ეს ხომ პუტინის რუსეთს აწყობს...!!! მოსკოვის დინამო კი რუსეთის გუნდია.ხოდა,შენ ხარ ჩემი ბატონი,ყველაფერი პუტინის და ბიძინას დაგეგმილი სცენარის მიხედვით მიმდინარეობს!

ფეხბურთში და საერთოდ სპორტში სულ არაფრისგან დიდი წარმატების მიღწევა შეუძლებელია,თუ რა თქმა უნდა არ ჩაერია მაფია და არ იქნა ნამაიმუნები,როგორც თბილისის ლოკომოტივის შემთხვევაში მოხდა!
რატომ გვავიწყდება ახლოწარსულში თბილისის საბურთალოს სენსაციუური გამარჯვება 3-0 მოლდოვის შერიფთან სტუმრად და შემდგომში რა სამარცხვინო დასასრული მოჰყვა სომხეთის არმენიასთან??? იგივე დადგმული სცენარით მიმდინარეობს თბილისის ლოკომოტივის ეგრეთწოდებული წარმატებული გამოსვლა ევროტურნირებში.
ბოლო ბოლო ხომ უნდა მივხვდეთ,რომ ეს ყველაფერი გამიზნულად კეთდება რუსთის მოსახლეობის წინააღმდეგ,მათთვის დიდ ფულის წართმევის მიზნით ტოტალიზატორის საშუალებით...!!!
მეცინება ამას რომ ვწერ - დიდი წარმატებაა დღეს მოსკოვის დინამოს დონის გუნდის დამარცხება ისეთი დონის გუნდის მიერ,როგორიც თბილისის ლოკომოტივია!!!
გთთხოვთ არ დაბლოკოთ
....
18 სექტემბერი 2020 19:38
28
შე ავადმყოფო მიშმაკო!
ზ.ვ.
18 სექტემბერი 2020 22:27
3
:))) წერეთ დიზლაიკები,არ დაიზაროთ.მახსენდება საბურთალოს მიერ მოლდოვის შერიფის გასვლით მატჩში 3-0 დამარცხება.მაშინაც ვწერდი,რომ ეს გამარჯვება ფარსია მეთქი.შენ რას ქვია მაგი დაწერეო და მაშინაც დიზლაიკებით ამავსეს.
....
18 სექტემბერი 2020 21:06
7
ჩემი მოკრძალებული აზრი. ცენზურას ვთხოვ გამოაქვეყნოს.წავიკითხე ვინმე ბიძინას კომენტარი, ალბათ, ივანაშვილი წერს, თორემ სხვა ქართველებისადმი ასე მტრულად განწყობილი ბიძინა არ მეგულება...რაც შეეხება ბიჭებს, გეტყობატ ტალანტი გამოხატული მოძრაობებში (ტექნიკაში),საფეხბურთო აზროვნებაში,მოკლედ ქართული სკოლის ღირსეული წარმომადგენლენი ხართ...ამას დაუმატეთ კარგი მწვრთნელი და აჰა, გაილაღე ქართულო ფეხბურთო...ბიჭებო, აქ ზემოთ ვიღაც ბიძინა რაცხას როშავს, ჰოდა, დაუმტკიცოთ მისი სახით ყველა არამზადას და ქართველთმოძულეს, რომ თქვენი გამარჯვება არ იყო შემთხვევითი... ვინა ბიჭო,ჩემო შვილებო (უკვე ასაკოვანი კაცი გწერთ) ვერ გადაგიღუნონ მესხის და მეტრეველის, პაიჭაძის და იამანიძის, მარღანიას და ღოღობერიძის,ყიფიანის, გუცაევის, დარასელიას შტამომავლებს...თქვენ ოღონდაც დუხით გადით მოედანზე უძველესი და უძლიერესი ერის შვილებო, გენაცვალეთ...ცალკე მინდა ვთქვა მეკარეზე, შენ დიდი იოაფეხბურთელის მონაცემები გაქვს.... და მალე კარგ გუნდშიც ელოდე მიწვევას....ისევე როგორც ბევრი შენი თანაგუნდელი მალე ასახელებ საქართველოს.... რაც შეეხება ვაისს და ვუისს, გაახილე თვალები შე უპატრონო... კობიაშვილს და მუჯირს, ამ ორ საოცრებას ვეტყოდი ეს თქვენი გამარჯვება არ არის მაფიოზებო... თქვენ მხოლოდ დამარცხება და გაფუჭება შეგიძლიათ ბატონ გახარიას მსგაბსად, რომელმაც მთავრობას მიაწერა ეს გამარჯვება...კრეტინ,,,
iaxve
18 სექტემბერი 2020 16:20
13
რა თქმა უნდა, პირადად შენ, შენს ბელად მიშას და დანარჩენ ნაცმიშკებს არ გაგიხარდათ!!! თქვენ ხომ ქვეყნის და ქართველის წარმატება არ გიხარიათ!!! სტეპაშინზე უფრო გეწყინათ ალბათ ქართველების გამარჯვება!!! ფინთი გოიმები და დოყლაპიები მოიკითხე შენ სექტაში , სადაც ყოველი პირველი ასეთია და უფრო უარესი!!! უკვე სპორტშიც შემოძვერით , მოღალატეები ხართ ქვეყნის და ერის!!! ფუუ თვენი...!!!!
დათო
18 სექტემბერი 2020 19:58
2
მომეცით ლაიკი ვინც უკვე მეათედ უყურა ამ თამაშის მომენტებს :)

ცრემლები მომადგა თამაშის ბოლოს აივანზე მყოფი 10ოდე ქართველი, დროშებით შორიდან რომ ეფერებოდა ჩვენ ბიჭებს!
დიდგორელი!
18 სექტემბერი 2020 15:27
1
რუსეთში ვარ და დილით ისე ამყათ გავიარე ქუჩაში თქვენი მოწონებული:):):)მადლობა ბიჭებს ბოლო წუეტბზე მუხლებზე ვიდექი ოგონ გოლი არ გაუშვატქო.კომენტატორები პირდაპი გაგიჯდნენ მამარდაშვილზე ერთმა პელჩატკის პროფესორიაო:):):)მაგრად აქეს მეამაყებით
mosexoneli
18 სექტემბერი 2020 15:14
1
ვინმე ბიძინას სახელს ამოფარებული და მიხუინის ნაცში ღრმად შემძვრალი "ფანის" კომენტარი არაფრით განსხვავდება "დიდი რუსი მომღერალის",ამხ.ლევ ლეშჩენკოს ქართველების სიძულვილით და ბოღმით სავსე "ნააზრევიდან".როგორ მომრავლდა დეგენერატები მსოფლიოთი!
დ.დ.
18 სექტემბერი 2020 14:56
2
მაგრები ხართ, იმიტომ რომ თავი არ დაზოგეთ, ამ მოგებას ყველა ქართველისთვის დიდი მნიშვნელობა ქონდა და ფეხბურთზე მაღლა იდგა, მადლობა ბიჭებო ამ სიხარულის მონიჭებისთვის.
გიგი
18 სექტემბერი 2020 14:50
0
წარმატებები ლოკომოტივსა და ქართულ ფეხბურთს. იმედი მაქვს კიდევ ბევრჯერ გაგვახარებენ.

1. არ ყოფილა ეს საქართველო - რუსეთის თამაში და ვაიპატრიოტებო და ურაპატრიოტებო თქვენს რეალურ საქმეს მიხედეთ და თუ ჩვენი ქვეყნის მომავალი გინდათ მეტი იშრომეთ: სხვისი გინებით ქვეყანა არ შენდება;
2. ლოკომოტის მოგება არ ნიშნავს რომ ქართული ფეხბურთის პრობლემები მოგვარებულია: კვლავაც დიდი კორუფციული სქემებია ქართულ ფეხბურთში. ნებისმიერი დამალული ინფორმაცია, რომელსაც მთავრობა და ფეხბურთის ფედერაცია არ ამჟღავნებს ფინანსებთან დაკავშირებით ჩვეულებრივ კორუფციული გეგმის ნაწილია. მაგალითად, თუ ვინმემ იცით ვაისის ხელფასი იქნებ გამიმჟღავნოთ?

კიდევ ბევრის წერა შეიძლება იმაზე თუ რა ხდება ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ვფიქრომ ყველამ ყველაფერიი ვიცით და

გიორგი
18 სექტემბერი 2020 14:09
6
იგივე დონის ევროპულ გუნდთან ალბათ ვერ მოვიგებდით, მაგრამ ეს რუსული გუნდი იყო და ამ დროს ქართველიში იღვიძებს მებრძოლი სული, უდიდესი მოტივაცია. ამ თვისების გამო ვიარსებებთ სამუდამოდ. 35 საუკუნის ისტორია გვაქვს და 55ის გვექნება და ასე შემდეგ...
ღრუსებს გადავუარეთ და მათი მწვრთნელი აგონიაში ჩავაგდეთ და პრესკომფერენციაზე ბჟუტური დაიწყო. კარგი დღე არ ელის :D :D
გიორგი
18 სექტემბერი 2020 13:08
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული