თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
ჭიაბრიშვილი უჭკვიანესი მწვრთნელია ტაქტიკურად აჯობა ნოვიკოვს, გარდა ამისა ძალიან მაგარი ფსიქოლოგია, გუნდი დაარწმუნა რომ გამარჯვება შეეძლოთ.ბიჭები ხომ ლომებივით იბრძოდნენ და რამხელა სიხარული გვაჩუქეს! ათასი მადლობა მათ!
gia jashi
23:47 17-09-2020
0
რუსულ მედიას გადავხედე და ძალიან ცუდად მომხვდა ყურში მოსკოვის დინამოს ყოფილი დირექტორის სიტყვები ნახევრად პროფესიონალურ გუნდთან წააგესო. არ ვიცი.. ეტყობა არც უყურებია თამაშისთვის, ყველა ფეხბურთელი პროფესიონალურად თამაშობდა. შეიძლება ისეთი ტექნიკა და უნარები არ ქონდათ, წუნი იყო პატარა მაგრამ ქიმია შეთამაშებულობა არაამქვეყნიურად იგრძნობოდა, ძველი ზესტაფონი გამახსენა დღევანდელმა ლოკომ! ყველაფერი იდეალური იყო ფიზიკურად გაქაჩეს და რაც მთავარია ბოლომდე ითამაშეს. 90 წუთის მანძილზე რომ ესეთი პრესინგით თამაშობ და თან ავტობუსის ტაქტიკას არ იყენებ და სანახაობას აჩვენებ არის უიშვიათესი, მწვრთნელმა ძალიან კარგად იმუშავა შეცვლები მშვენიერი იყო და რაც მთავარია ლამაზი ფეხბურთი ვნახეთ რასაც მოკლებული ვიყავი ამდენი ხანი.. მაინც ქართული კლუბი ან ნაკრები რო ასპარეზობს სხვანაირად განიცდი და სხვა ზე ემოციებია რაღაც აღმატებული... მიყვარხართ ლოკო!
Toko
00:30 18-09-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული