თბილისის "ლოკომოტივმა" მოსკოვის "დინამოს" საქართველო-რუსეთის მატჩი მოუგო! [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის "დინამო“ 2:1 დაამარცხა!

გასაგებ მიზეზთა გამო ამ მატჩმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. „დინამოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინმა ისიც კი თქვა, რომ ეს რუსეთ-საქართველოს მატჩი იყო. რუსული კლუბი ფინანსურად გაცილებით უფრო მდიდარია და აქედან გამომდინარე, გუნდიც უკეთ ჰყავს დაკომპლექტებული. თუმცა ერთ კონკრეტულ მატჩში ყველაფერი იყო შესაძლებელი.

თამაში „ლოკომ“ მშვიდად დაიწყო, მეტოქეს ტოლს არაფერში უდებდა, პრესინგსაც მიმართავდა. პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც საჯარიმოს გარედან კომლიჩენკოს ძლიერად დარტყმულ ბურთს მამარდაშვილმა თითები წაარტყა, შემდეგ
კი ძელს მოხვდა. მერე კირკიტაძე ზედ საჯარიმოს ხაზთან სკოპინცევმა მოცელა და ყვითელი ბარათი მიიღო. ამას თბილისური გუნდის სწრაფი და მრავალსვლიანი კონტრიერიში მოჰყვა და იმრანმა ოდნავ ააცილა ბურთი კარს. 34-ე წუთზე საჯარიმოდან შიმანსკის გოლის გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. 43-ე წუთზე სკოპინცევმა კირკიტაძის სწრაფი შეტევა ისევ წესების დარღვევით ჩაშალა და მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი არ უჩვენა - აშკარად დაინდო.

„დინამოს“ მწვრთნელმა ნოვიკოვმა სწორად შეაფასა სიტუაცია და სკოპინცევი, რომელიც მარჯვენა ფლანგზე კირკიტაძეს ვერ უმკლავდებოდა, მოროზოვით შეცვალა. ვერც მოროზოვი ვერ გაუმკლავდა კირკიტაძეს, რომელიც გაბაძის გადაცემის შემდეგ გაექცა მეურვეს, მის მიერ ჩაწოდებული ბურთი შუნინმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას სიხარულიძემ დაასწრო. შემდეგი შეტევისას მეკარემ ფეხით სამურკასოვის დარტყმული ბურთი მოიგერია და თავისი გუნდი მეორე გაშვებული გოლისგან იხსნა.

აქედან მოყოლებული, მოსკოველები უპირატესობას დაეუფლნენ. ფომინმა თავურით ვერ დალაშქრა მამარდაშვილის კარი. სამაგიეროდ, შუნინის კარი შონიას წამოწყებული კონტრშეტევის შედეგად შეცვლაზე შესულმა გავაშელიშვილმა დალაშქრა.

დიდებულად ირჯებოდა მამარდაშვილი, რომელმაც იგბოუნსა და ორდეცს არ გაატანინა გოლი. 88-ე წუთზე სიხარულიძემ ვერ მოახერხა დუბლის შესრულება, მორიგი იერიშისას კი ლესოვოი საჯარიმოში შონიამ წააქცია და კომლიჩენკომ პენალტით ანგარიში შეამცირა. დარჩენილ დროში "ლოკომ" მოწინააღმდეგის შეტევებს გაუძლო და გაიმარჯვა. გილოცავთ!

გათამაშების შემდეგ ეტაპზე "ლოკომოტივი" "გრანადას" შეხვდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი 2“

ლოკომოტივი (თბ) - დინამო (მ) 2:1
გოლები: 1:0 სიხარულიძე (54), 2:0 გავაშელიშვილი (76), 2:1 კომლიჩენკო (90, პენ)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, გაბაძე, სანდოხაძე, გურეშიძე, უბილავა, სამურკასოვი (ძებნიაური 62), შონია, დარცმელია, კირკიტაძე (კობახიძე 83), იმრანი (გავაშელიშვილი 65), სიხარულიძე

დინამო: შუნინი, სკოპინცევი (მოროზოვი 46), ორდეცი, ევგენიევი, პარშივილიუკი, კაბორე, ფომინი, ნ’ჟი (ლესოვოი 61), ფილიპი (იგბოუნი 69), შიმანსკი, კომლიჩენკო

altჭიაბრიშვილი: ხალხს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა და კარგია, რომ საქმით გამომივიდა პასუხის გაცემა მაშინდელი ამბებისთვის

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: მეტოქემ შეცდომები დაგვაშვებინა - წარმატებებს გისურვებთ

altირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

altმკვდრები, საზიზღრები, რაში დაიხარჯა 60 მილიონი? ვისთან წავაგეთ? - რუსები შოკში არიან


მკითხველის კომენტარები / 121 /
გამოდიხართ აქ ვაი პატრიოტები და პრობლემისადმი თქვენი დაუკვირვებლობით და ვერ გაგებით აბოთავებთ საზოგადოებას!!!

ხალხო,ბოლო ბოლო ვერ უნდა მიხვდეთ,რომ დღევანდელ ფეხბურთს და მთლიანად სპორტს მაფია და ტოტალიზატორი აკონტროლებს? ყველას,კიდევ ერთხელ გიმეორებთ - რატომ გავიწყდებათ ახლო წარსულში საბურთალომ რა გააკეთა??? და თქვენ რა, გგონიათ ამით დღეს მორჩა და დამთავრდა ყველა პრობლება? არა მეგობრებო,მაფიის სპორტში ჩარევა ჯერ არ დამთავრებულა,კიდევ იგივე მეორდება თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოს ამასწინანდელი ევროპა ლიგის მატჩის შემთხვევაშიც, მომავალშიც კიდევ აუცილებლად გაგრძელდება.ეს მაფიის სამსახურია და თავის საქმეს ხომ არ შეწყვეტენ? .

50 წელზე მეტია ფეხბურთს ვქომაგობ.დიდი ხანია,1970 წლებიდან ვაკვირდები გარიგებულ თამაშებს.ალბათ გაიხსენებთ,მრავალი ფეხბურთის გუშემატკივარი - 1978 წლის მსოფლო ჩემპიონატის მატჩს არგენტინისა და პერუს შორის.ალბათ იმასაც გაიხსენებთ, რომ ლობანოვსკის ეძახდნენ თამაშების პირველ ჩამწყობს.გირჩევთ კარგად დაუკვირდეთ და კარგად გაანალიზოთ თუ რა ხდება და რატომ ხდება.მოგაწოდებთ ჩემს აზრს,თუ რა მოხდა ჯერ კიდევ თბილისის საბურთალოს შემთხვევაში.როგორც ჩვენში აფხაზეთი და სოხუმი, რუსეთის ფედერაციის დღევანდელი მთავრობის აზრით ქალაქი ტირასპოლი არა მოლდოვის,არამედ დნესტრისპირეთის დამოუკიდებელი,სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქია.აქ ძირითადად რუსები ცხოვრობენ და რა გასაკვირია რომ მთელი რუსეთი ქომაგობდეს საფეხბურთო გუნდს ტირასპოლის შერიფს. რუსეთის ფედერაციაში კი როგორც ვიცით დიდი ფულია,აზარტული მოთამაშეებიც ბევრნი არიან.მოდი გავშიფროთ საბურთალომ რატომ მოიგო 3-0 გასვლაზე შერიფთან (ნაღდი თამაში რომ ყოფილიყო,მაფიის ჩარევის გარეშე,დიდი ალბათობით პირიქით მოხდებოდა,საბურთალო ამ თამაშს მინიმუმ 0-3 წააგებდა,რადგან შერიფი საბურთალოს,გაცილებით აღემატება როგორც ბიუჯეტით ასევე ფეხბურთელების შერჩევითა და კლასით) შერიფის მიერ ამ მატჩის 0-3 არ წაგებაზე უამრავი ფული დაიდებოდა რუსეთში!!! იგივე ითქმის თბილისის ლოკომოტივისა და მოსკოვის დინამოზე,რომ დინამო მოსკოვის არ წაგებაზე რუსეთში ძალიან დიდი ფული დაიდობოდა!!!

P.S.მთელი მსოფლიო დიდი ხანია ტოტალიზატორში ყომარზეა გადასული,ზუსტად ეს განაპირობებს ფეხბურთში და საერთოდ სპორტში დაუჯერებელ მოვლენებს,რაზეც უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. საზოგადოების დიდ ნაწილს,აზარტული თამაშების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო არ სურთ ამ თემაზე საუბარი, ყურადღების გამახვილება.მერწმუნეთ,რომ თქვენ მცდარი შეხედულება გაქვთ ამ საჭირბოროტო საკითხის მიმართ.ეს პრობლემა მეტად სერიოზულია.
....
13:44 22-09-2020
2
რომ გაიგიჟეს თავი ვისთან წავაგეთო, ესეთი გუნდიდან არის მისული კვარაცხელია, მთელ მაგათ პრემიერ ლიგას რომ აწიოკებს
გიორგი
14:26 19-09-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული