ცნობილია, ვის შეხვდება "ლოკომოტივი" "გრანადას" დამარცხების შემთხვევაში
AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბბინაში, დღეს, 18 სექტემბერს გამართულ კენჭისყრაზე ცნობილი გახდა, თუ ვის შეხვდება თბილისის "ლოკომოტივი" "გრანადას" დამარცხების შემთხვევაში.
თუ თბილისელები ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ, მათი მეტოქე შვედურ "მალმიოსა" და ხორვატულ ზაგრების "ლოკომოტივას" შორის გამარჯვებული იქნება.
თბილისელები "გრანადასთან" გასვლაზე 24 სექტემბერს ითამაშებენ.
ყველაზე სამწუხარო ისაა,რომ გრანადა ის ძველი გუნდი აღარაა ლალიგაში დარჩენისთვის რომ იბრძოდა და თან იმ პერიოდში გვიწევს შეხვედრა, როდესაც კარგ ფორმაში არიან. თუმცა არ მინდა არაფრის დაჯერება. კრაიოვაც და დინამოც თავისი ძლევამოსილებით იწონებდა თავს და ჩვენ თამაშით მოვუგეთ და არა იღბალით. ფეხბურთი ჩვენი თამაშია და ეს 24ში სრულად უნდა შევიგრძნოთ
ჩვენ რომ გრანადა გავიაროთ ფლეი ოფში ფავორიტის სტატუსით ვიქნებით! მე მჯერა ლოკოსი სამწუხარო მხოლოდ ის არის რომ გასვლაზეა თამაში სახლში უფრო დიდი შანსი გვექნებოდა გამარჯვების ვნახოთ ვნახოთ
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.