ქალთა უფლებადამცველი და ფემინისტი ბაბუცა (ბაია) პატარაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თბილისის "ლოკომოტივის" მიერ მოსკოვის "დინამოს" დამარცხებით გამოხატულ აღტყინებას კრიტიკულად გამოეხმაურა.
"რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა. ამით ვერაფერს უგებთ და ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს, უბრალოდ, თავს იგდებთ.
დროა, გაიზარდოთ!
სხვათა შორის, ეგ ინფანტილიზმია ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო აგრესიისა, რომელიც ვერ მიემართება ნამდვილ მოძალადეს (ოკუპანტს/სისტემას), სამაგიეროდ, ანადგურებს ისევ თქვენსავე გარემოს (ცოლს/ოჯახს).
დროა, გაიზარდოთ!
გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა
ცოტა გარედან შეხედეთ თქვენ თავს - რა გიხარიათ?!
ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს.
დროა, გაიზარდოთ და გაეშვათ თავის მოტყუებას!
საქმე აკეთეთ!" - დაწერა ბაბუცა (ბაია) პატარაიამ.
დაბალი სტანდარტები გვაქვს სამწუხაროდ