"ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი საცოდაობაა" - ბაია პატარაია მოსკოვის "დინამოს" დამარცხებით გამოხატულ ჟრიამულს გამოეხმაურა

AutoSharing Option
ქალთა უფლებადამცველი და ფემინისტი ბაბუცა (ბაია) პატარაია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თბილისის "ლოკომოტივის" მიერ მოსკოვის "დინამოს" დამარცხებით გამოხატულ აღტყინებას კრიტიკულად გამოეხმაურა.

"რუსი ნაშების აყრით და ცინგლიანი მატჩის მოგებით აღტყინებული ქართველი კაცი არის საცოდაობა. ამით ვერაფერს უგებთ და ვერაფერს უმტკიცებთ ოკუპანტ რუსეთს, უბრალოდ, თავს იგდებთ.

დროა, გაიზარდოთ!

სხვათა შორის, ეგ ინფანტილიზმია ერთ-ერთი მიზეზი უკონტროლო აგრესიისა, რომელიც ვერ მიემართება ნამდვილ მოძალადეს (ოკუპანტს/სისტემას), სამაგიეროდ, ანადგურებს ისევ თქვენსავე გარემოს (ცოლს/ოჯახს).

დროა, გაიზარდოთ!

გაზრდას კიდევ შრომა სჭირდება, ბევრი შრომა
და პასუხისმგებლობის აღება და არა კლავიატურის ლომფხვობა და რუსების გინება.
ცოტა გარედან შეხედეთ თქვენ თავს - რა გიხარიათ?!

ბევრს გაგამწარებთ ეს პოსტი, რადგან საკუთარ უსუსურობას დაინახავთ. ამ პოსტის მიზანი ვინმეს გამწარება სულაც არ არის ამ დროს.
დროა, გაიზარდოთ და გაეშვათ თავის მოტყუებას!

საქმე აკეთეთ!" - დაწერა ბაბუცა (ბაია) პატარაიამ.

მკითხველის კომენტარები / 182 /
არ მესმის ასეთი ხალხის გამონათქვამებს რატომ უთმობთ ყურადღებას. რამდენი ხანი უნდა იყოს ამის სახე მთავარ გვერდზე?
გადასარევი გიორგი
19 სექტემბერი 2020 03:54
5
ეს ქალბატონი მამაკაცის სიხარულს ვერ იტანს. იბოღმება ჩვენ რო რამე გვესიამოვნება.
მაგას უნდა რო გუნდში 6 ქალი 3 კაცი და ორი გეი თამაშობდეს. თავის თავის უბედურია.
megreli44
18 სექტემბერი 2020 20:16
6
აუუუ ეს რა არის ესეთი რომ ამ ქვეყანაში ამის მოსაწონი ვერაფერი მოხდა და თან ფიქრობს რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ჭეშმარიტებებს ღაღადებს.... ან რა განათლება აქვს მიღებული ასე რომ დაბრძენდა ან რა და როდის შექმნა და გააკეთა ცხოვრებაში ისეთი ამხელა გამოცდილება რომ მიიღო და ყველას ჭკუას არიგებს?!
?!
18 სექტემბერი 2020 17:49
5
ნიშიბროდკა პროკლატაია
ირაკლი
18 სექტემბერი 2020 18:55
1
ჩემი კომენტარი უფრო მოწოდებითია. ამ ქალის ვითომ ნააზრევს უნდა ჰქონოდა 0 გამოხმაურება. ეს ხომ გააგიჟებდა კიდეც და დააგლეჯინებდა ერთ ადგილს! თქვენ კიდევ რას შვებით რატომ ანიჭებთ ამ გაურკვეველ არსებას სიამოვნებას? არ იცით რაც მეტს შეაგინებთ მით უფრო რომ ღებულობს სიამოვნებას?
დავით67
18 სექტემბერი 2020 23:25
4
რატომ არის ცინგლიანი? რამდენჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს მოსკოვის დინამოს?? მოუგეს მონდომებით და სულით, ეგ არის მაგათი ომი!! ნეტავ ყველა არ ტლიკინებდეთ ყველაფერზე რა?!!
ემიგრანტი
18 სექტემბერი 2020 17:48
5
ფეღბურთზეღა აკლდა ამას კომენტარის გაკეთება და აჰა დადგა ეს ბედნიერი დღეც! :)
ნკ
18 სექტემბერი 2020 18:31
1
პორტალ ვიღაც ავადმყოფმა რაღაც თქვა რას აქვეყნებ შენაც? სპორტული ინფორმაციები დაილია? რას აგინებინებ ამ ხალხს მაგ უბედურ დღეზე გაჩენილს, თავისი გაჭირვებაც ეყოფა ბაბუცას)) ისე რაზე ვკაიფობ იცით? აი რეგიონებიდან რომ ჩადიან თბილისში ეს მართლა სოფლელები განათლებით, ნიჭით, ინტელექტით.. და ბაბუცა უცებ ბაიათ გადაიქცევა, ნელი დოროყაშვილი ნეკა დოროყაშვილად))) ჰოი სასწაულმოქმედო თბილისის ანძავ, თურმე ერთი შენზე შეხედვა კმარა რომ სხვა ადამიანად გარდაისახო))
dinamo
18 სექტემბერი 2020 19:42
6
ბაიათ არა, ბაიად. თუ თბილისურა-თ ეგრეა? ;)
ვვვ
18 სექტემბერი 2020 19:55
7
გორგასლის ხოხობს ჩვენი ს ა ლ ა მ ი !
:)
18 სექტემბერი 2020 20:10
11
ეს ვინ არის?
ქ. გ.
19 სექტემბერი 2020 03:17
5
მე ბაიად ვიცოდი მაგის სახელი, ყოჩაღ ავტორ რომ მაგის ნამდვილი სახელი გაჩითე, რომელსაც ასე მალავს!!! საცოდაობა რა არის იცით ხალხო?! - ახალგაზრდა ქართველი ქალი რო გაბოროტებულია!!! თან არც თუ უშნო!!! აშკარად "აკლია" და ეჭვიანობს რუს ნაშებზე (დედას ვფიცავარ მე მაინც ქართველი ქალი მირჩევნია!). რაც შეეხება სიხარულს და აღტყინებას - დიახ, ქართველი ვარ, რუსეთი ჩვენზე დიდია და რითაც ვაჯობებ ყველანაირად გავიხარებ!!!!! გავარტყი თქვენს გაბოროტებას და სიბრძნეებს ქალბატონო ბაია!!! ქართველი ვარ და რუსი თუ მეზიზღება შენ არ უნდა გიტყდებოდეს ეს!!!! სადაც დავიჭერ ფეხბურთში იქნება, რაგბიში თუ სპორტის ნებისმიერ სახეობაში ბოლომდე შევაკლავ თავს!!! თუ საჭირო იქნება იარაღსაც ავიღებ ხელში და ვიომებ კიდეც (ღმერთმა აშოროს ჩემს ქვეყანას მარა მაინც) რუსეთი ოკუპანტია და დათვი რომ მომერევა ბა-ბაიას არ დავუძახებ!!!!
გიგა
18 სექტემბერი 2020 23:46
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული